img1


ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ

ბალკანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის შემდეგ, სამხრეთ კავკასია არის კიდევ ერთი კრიზისის წყარო, რომელმაც შეიძლება მოიცვას რეგიონის სამივე ქვეყანა, კრიზისი გამწვავებას კი ევროკავშირი სომხეთის მილიტარიზაციით კიდევ უფრო აჩქარებს.

 

ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ტერიტორიული დავები გახლავთ სამხრეთ კავკასიაში კრიზისების და სიტუაციის დაძაბვის მთავარი მიზეზი, დღეს კი ბრიუსელი ოსტატურად არგებს თავის ინტერესებს არსებულ დაძაბულობას.

ამ კონკრეტულ შემთხევაში კი ცდილობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის ამხედრებას, რომლის შეიარაღებასაც ახდენს. პარალელურად კი საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ამუშავებს.

 

სწორედ ამგვარმა დაპირისპირებამ გამოიწვია ელვისებური კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში რეგიონის ჩრდილოეთით, სამხრეთში კი გახდა მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დაყწებისა.

 

კავკასიის სამი სახელმწიფო ერთად მოიცავს 186 000 კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტ ფართობს, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მთლიანი ხმელეთის 0,12%-ს. თუმცა, ამ ზოლში, რომელიც მოქცეულია დიდი და მცირე კავკასიონის ქედებს შორის, არის სხვა „მიძინებული“ კონფლიქტებიც.

 

 მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის არის გენოციდთან დაკავშირებული კონფლიქტი, მაგრამ ორ ქვეყანას შორის „საფეხბურთო დიპლომატიამ“ ბევრი რამ გააკეთა დაძაბულობის შესამცირებლად.

 

 ადგილობრივი მოთამაშეების გარდა, ენერგეტიკის, უსაფრთხოების ან უფრო ზოგადი სტრატეგიის სფეროს ინტერესების მქონე გარე მოთამაშეებიც ცდილობენ ისარგებლონ რეგიონში შექმნილი სიტუაციით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ქაოსს კავკასიაში.

საქართველოს წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკით ნატო რეგიონის ერთ - ერთ გარე მოთამაშედ მოგვევლინა.

ბუქარესტის სამიტზე ალიანსის მიერ გაცემული დაპირებით თითქოს საქართველო ნატოს წევრი გახდება, ალიანსმა სამხრეთ კავკასიაში შემოაბიჯა და საკუთარი პოლიტიკის კარნახიც კი დაიწყო.

თუმცა 2024 - წელს ნატოს საკითხი და გაწევრიანების ირგვლივ დაწყებული დისკუსიები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

2015 წლის ნოემბერში ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი

წარმომადგენლობის მიერ კავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მოხდა.

EU - ს სამეზობლო სივრცე მაშინ არა ერთგვაროვანი, დაქუცმაცებული და გაურკვეველი პოლიტიკის მატარებელი გახლდათ, რაც გარკვეულ საფრთხედ ჩაითვალა.

2015 - წელს ევროკავშირის მთავარ მიზნად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია გადაიქცა.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ევროკავშირთან ურთიერთობას ერთმანეთისგან განსხვავებულ ფორმატებში აშენებდენ და საჭირო გახდა ერთიანი, იმგვარი კონცეფციის შექმნა, რომელიც მთლიანად მოერგებოდა EU - ს ინტერესებს.  

სტატია ეხება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის წინაპირობებს და არსს, ევროკავშირსა და სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების თავისებურებებს. 

შევეცდები მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა ევროკავშირის და არა ევროპის მიზნები, სამხეთ კავკასიაში, სადაც ერთის მხრივ სომხეთის შემაიარაღებლად და მეორეს მხრივ აზერბაიჯანთან დაპირისპირებულ მხარედ გვევლინება.

 

დღეს ევროკავშირი (EU) აღიქმება, როგორც

ღირებულებათა ერთიანობა, როგორრიც არის მაგალითად განვითარება და მოდერნიზაცია. 

ამ დროისთვის ევროკავშირი არის ორგანიზაციული მოდელი, რომელიც წარმატებით ახორციელებს რეგიონულ ინტეგრაციას. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით ცდილობს 

სამხრეთ კავკასიაში თავისი როლის გაზრდას

 

ევროკავშირმა თავისი მიღწევების დასაცავად და მსოფლიოს პოლიტიკურ სფეროში წამყვანი როლის შესასრულებლად, თავისი ინტერესების სფეროში შეიყვანა უკვე მეზობლად მიჩნეული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ევროკავშირის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მთავარი მიზანია ენერგომოთხოვნის დივერსიფიკაცია რუსული ფაქტორის მხედველობიდან დაკარგვის გარეშე. მეორე მხრივ, ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას და რეგიონში ევროპული ღირებულებების გამოყენების კუთხით თანამშრომლობის განვითარებას. ამ კონტექსტში ევროკავშირმა განავითარა ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

 

თუმცა რატომ ახდენს დღეს სომხეთის შეიარაღებას და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წახალისებას ?

ამ კითხვაზე პასუხს თბილისში და პეკინში იპოვით.

ერთის მხრივ ბრიუსელს ნამდვილად არ სჭირდება საქართველოს სახით ისეთი მოთამაშის თავის რიგებში მიღება, რომელსაც გარკვეული ზემოქმედების ინსტრუმენტი გაუჩნდება ხელში, ეს ინსტრუმენტები კი ის ენერგო რესურსებია, რომლებიც ჩვენს გავლით აზერბაიჯანიდან მიღებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელთანაც მათთა საუბედუროდ საქართველომ სტრატეგიული სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა და "ერთი სარტყელი ერთი გზის" საკვანძო ქვეყნად გადაიქცა.

ბევრი, რომ არ ვილაპარაკო EU - დღისწესრიგი და მის მიერ დადგენილი პოლიტიკა ვეღარ იქნება სამხრეთ კავკასიისთვის მთავარი განმსაზღვრელი და მაგიდის მეორე მხარეს საქართველოს თავისი ინტერესები ედება, რომლის გატარებაც მოსწონთ თუ არა აუცილებლად მოუწევთ.

და მაინც როგორ დროში დაემთხვა სომხეთასა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა თბილისში საპროტესტო აქციებს, ორივეს წყარო ხომ ბრიუსელია ერთგან დიდი ფულით და რევოლუციური სცენარებით შემოდის, მეორეგან კი იარაღით.

საბოლოო მიზანი ორი ქვეყნის საქართველოს და აზერბაიჯანის დასჯაა, რომლებზეც კონტროლს კარგავს და რომლებიც მათთვის ამ ცუდ დროს არა ყურმოჭრილ მონებად არამედ ერთ - ერთ მთავარ მოთამაშეებად გადაიქცნენ.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი