img1


21-ე საუკუნის წინააღმდეგობის ცენტრი კასპიის ზღვის აუზი გახდება

ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის უდიდესი თეორეტიკოსი გახლდათ, თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ გააანალიზა მსოფლიოში არსებული გლობალური წინააღმდეგობები. 

ბჟეზინსკი ვარაუდს გამოთქვამს, რომ 21-ე საუკუნის წინააღმდეგობის ცენტრი კასპიის ზღვის აუზი გახდება.

გამოთქვამდა აზრს, რომ აქ, ამ რეგიონში დგინდება პლანეტის მომავალი. ხოლო მსოფლიოს მომავალი დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ ვინ შეძლებდა კასპიის რეგიონში დომინირებას და საკუთარი პოლიტიკურ-სამხედრო გავლენების გაზრდას.

მსგავს აქცენტს ავტორი არ სვამს ატლანტის ოკეანის აუზზე, არც ხმელთაშუა ზღვის, არც შორეული აღმოსავლეთის, რომლის ხსენებაც ეკონომისტებს უყვართ, არამედ მხოლოდ კასპიის ზღვაზე აქვს სწორება“.

 

„21-ე საუკუნის მომავალიც ხომ სატრანსპორტო დერეფნების გარშემოა აგებული, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის გრანდიოზულ პროექტებს მოცავს და თუ რუკაზე დახაზავთ ამ სატრანსპორტო დერეფნების დიაგრამებს, ნახავთ შემდეგს: ისინი ყველა ევრაზიული ხასიათისაა და ყველა ასე თუ ისე იკვეთება კასპიის ზღვის აუზში.

 

ჩვენ გვაქვს გრანდიოზული ჩინური პროექტი "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ჩინეთიდან აფრიკაში, შემდეგ კი ლათინურ ამერიკაში. ასევე არის ამერიკელების მიერ გამოცხადებული ევროპა-ინდოეთის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც ასევე კასპიის აუზზე გადის. რუსეთს ასევე აქვს დიდი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო ეკონომიკური მარშრუტი მოსკოვიდან ბაქოს, კასპიის ზღვის, ირანის და ინდოეთის გავლით. 

 

„ანუ აქ არის სამი ნაკადი: ჩრდილოეთი - სამხრეთი, აღმოსავლეთი, რომელიც 

გადის კასპიის ზღვაზე, ბაქოს გავლით. ინდოეთის გზა სამხრეთ კავკასიის სამხრეთით გადის სპარსეთის ყურის, საუდის არაბეთისა და ისრაელის გავლით. ჩინეთის გზა - ისიც სამხრეთ კავკასიიდან ცოტა სამხრეთით მიდის, მაგრამ პრინციპში ბაქოს გავლით. ხოლო ჩვენი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის დამსახურებით ის უკვე საქართველოს გავლითაც.

რა თქმა უნდა შემთხვევითობასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ვუყურებთ თუ როგორ ღრმავდება ქართულ-ჩინური ურთიერთობები და რა თქმა უნდა თბილისსაც არ აქვს ბუტაფორიული მოლოდინები და ერთი ბრძენი კაცის სწორად გათვლილმა საგარეო ვექტორმა ჩვენი ქვეყანა რუკაზე მკვეთრად დაამჩნია. რამაც 33 - წლის განმავლობაში საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ დონეზე ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა.

სწორედ კასპიის ზღვაა ყველა წინააღმდეგობის კვანძი. ამ რეგიონზე ზემოქმედებით შეგიძლიათ დაარტყათ და საგრძნობლად დააზიანოთ მსოფლიო ეკონომიკა ან, პირიქით დღეს კი სამხრეთ კავკასიის სავაჭრო ეკონომიკური კვანძების კონტროლისთვის ბრძოლა არა ნაკლებია უკრაინის ომზე.

აქ უბრალოდ სამხედრო კონფრონტაცია ჯერ არ დაწყებულა.

აქედან გამომდინარეობს ფრანგული მისწრაფება, რომელიც მაკრონმა მოულოდნელად გამოავლინა თავისი საყვარელი დასავლეთ აფრიკის დატოვებით ურანით მდიდარ ნიგერთან ერთად და აქცენტის სამხრეთ კავკასიაზე სომხეთის მხარდასაჭერად გადმოიტანა. 

ხოლო ამ ყველაფრის ნაწილია ის ზეპირად და ბუტაფორიულად გაკეთებული გაუთავებელი

განცხადებებიც თითქოს 

საქართველო იქნება ნატოში, სომხეთი კი ევროკავშირში. მაკრონის ამ გეგმის ნაწილი გახლდათ

სტოლტენბერგის ვიზიტები, რომელიც ბაქოს, თბილისსა და ერევანს პროვოკაციულად ეწვია.

ეს სამხედრო-პოლიტიკური ვიზიტი

პირდაპირ კავშირშია ემანუელ მაკრონის (დაპატენტებული ნაპოლეონის) მიზნებთან, რომელიც ხმელთა შუა ზღვის გაღმიდან ნატოს გენმდივანის მეშვეობით ერთგვარ სადაზვერვო საქმიანობას ეწევა სამხრეთ კავკასიაში.

მოდით გავარჩიოთ თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს აქ ნატო-მ და როგორ შეიძლება ნატო და დასავლეთ ევროპა მიეკრნ 21-ე საუკუნის საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ამ კვანძს.

დღევანდელობაში სამხედრო ალიანსმა , რომლის მიზანიც კოლექტიური თავდაცვით ფუნქციაა (ორგანიზაციის წესდების მიხედვით) შეითავსა მსოფლიოს სავაჭრო გზებზე პატრულირების ფუნქციაც და აშშ - ს რომელიც ბოლომდე აღფრთოვანებული არ არის ალიანსის დღევანდელი, ასე, რომ ვთქვათ მაკრონისეულ პოლიტიკურ ინტერესებზე გადაწყობით, ტრამპის პირით ემუქრება ევროპას, რომ ის დატოვებს ალიანსს.

რეალობაში აქ სამხრეთ კავკასიაში

იკვეთება მსოფლიო ძალების ინტერესები და ამიტომ აქ წყდება კაცობრიობის მომავალი. არა უკრაინის ბრძოლის ველებზე, არა წითელ ზღვაში, სადაც ჰუსიტები აქტიურობენ, არამედ აქ. ნატოს დაინტერესება სამხრეთ კავკასიით ნიშნავს იმას, რომ სანამ რუსეთი და უკრაინა ომში არიან, მსოფლიო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები აქტიურად აშენებენ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ახალ არქიტექტურას და ეს ურთიერთობები შენდება კასპიის ზღვის აუზის გარშემო.

მასში კი აშშ-ს არქიტექტორებს სულუფრო ნაკლები წვლილის შეტა შეუძლიათ.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი