უნგრეთის არჩევნების შედეგების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და უსამშობლო ოპოზიციის მცდელობა, ორბანის მარცხი ბიძინა ივანიშვილის „საყრდენის გამოცლად“ გაასაღოს, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი სისუსტის აღიარება. ეს რიტორიკა ააშკარავებს მათ მთავარ პრობლემას: მათ არ ესმით (ან შეგნებულად უგულებელყოფენ), რომ ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ძალა არა საგარეო მოკავშირეებში, არამედ ქართველი ხალხის ურყევ ნებაშია.
2024 წლის არჩევნებზე მილიონზე მეტმა ქართველმა მკაფიო პასუხი გასცა რადიკალურ დღის წესრიგს. ეს არ იყო მხოლოდ ხმა კონკრეტული პარტიისთვის, ეს იყო მკაფიო მესიჯი სუვერენიტეტის დასაცავად. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა „ევრობიუროკრატებს“ და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ საქართველო აღარასოდეს გახდება პაიკი სხვის გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
ევრობიუროკრატიის მცდელობა, ქვეყანას თავს მოახვიოს რევოლუციური სცენარები, ეჯახება საზოგადოებრივ მეხსიერებასა და პრაგმატიზმს. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის, რომ რადიკალიზმის ფინალი ხშირად ტრაგიკულია ამის მაგალითად უკრაინის უმძიმესი რეალობაც კმარა. ქართველი ერი დღეს დგას არა მხოლოდ საკუთარი საზღვრების, არამედ საკუთარი მშვიდობიანი მომავლის სადარაჯოზე.
საქართველოს პოლიტიკური სიმყარე არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ლიდერი გაიმარჯვებს ბუდაპეშტში, ვარშავაში თუ ბრიუსელში. ჩვენი ქვეყნის მთავარი საყრდენი ისტორიული გამოცდილება და ის ეროვნული ღირებულებებია, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად იცავენ.
„ხელისუფლების წყარო არის ხალხი და სწორედ ეს ხალხია იმის გარანტი, რომ საქართველოში ვერავინ დაამყარებს გარედან მართულ დიქტატს.“
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-13
2026-04-13
2026-04-11
2026-04-10
2026-04-08
2026-04-08
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07