img1


სიონისტური რეჟიმის ქმედებები პოსტ-ოსლოს შეთანხმების ეპოქაში

1990-იან წლებში, როდესაც პალესტინის საკითხი გაჭიანურდა, დასავლეთის ქვეყნებმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს 

ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, 1993 წელს ხელი მოეწერა ოსლოს შეთანხმებას სიონისტური რეჟიმისა და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია (PLO) ლიდერებს შორის.  

ოსლოს შეთანხმება მიზნად ისახავდა შეექმნა ჩარჩო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სრული მოგვარებისთვის. თუმცა, გასულმა 30 წელმა გვაჩვენა, რომ ამ შეთანხმების დაპირებები შეუსრულებელი აღმოჩნდა, მთავარი შედეგი იყო ალ-კუდის იუდაიზაცია და სიონისტური დასახლებების გაფართოება ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.  

ედუარდ საიდმა, პალესტინის საქმის გამოჩენილმა მცველმა და ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტის ადრეულმა მხარდამჭერმა, საბოლოოდ აღიარა, რომ დასახული გეგმის შესრულება შეუძლებელი იყო უკანონო დასახლებებთან დაკავშირებით სიონისტური რეჟიმის პოლიტიკის გამო ცოტა ხნის წინ, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ასევე შეაფასა ისრაელის ქმედებები, როგორც "არასწორი ნაბიჯი" ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტის კონტექსტში.

 

წინამდებარე ტექსტი მიზნად ისახავს მკითხველს აცნობოს, სიონუსტური რეჟიმის ერთი მიზნსი შესახებ, რომელიც გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვაზი-აპარტეიდის ტიპის სიონისტური სახელმწიფოს შექმნა.  

ეგრეთ წოდებული ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა არის მხოლოდ ფასადი, რომელიც ფარავს რეჟიმის უსირცხვილო სტრატეგიას რეგიონში.

 

სიონისტური რეჟიმის ქმედებები პოსტ-ოსლოს შეთანხმების ეპოქაში

 

 ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინის ტერიტორიები მოიცავს დასავლეთ სანაპიროს, რომელსაც მართავს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია (PLO) და ღაზა, რომელსაც აკონტროლებს ჰამასის მთავრობა. ოსლოს შეთანხმების შემდეგ სიონისტური რეჟიმის ქმედებების შესწავლისას აშკარაა, რომ ამ რეჟიმს არასოდეს სურდა მიეღო ორი სახელმწიფო. სიონისტი ლიდერების სტრატეგია იყო ჯერ ლეგიტიმაციის მოპოვება ზოგიერთი პალესტინელი ლიდერისგან, არაბული ქვეყნებისგან და იმდროინდელი პოზიტიური საზოგადოებრივი აზრისგან (1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში), შემდეგ კი დროის მოგება მეტი ტერიტორიების დასაკავებლად და ანექსიისთვის. ამ კონტექსტში, დასავლეთ სანაპიროც კი, ტერიტორია, სადაც პალესტინელები 

ცდილობდნენ მშვიდობის დამყარებას და 

იბრძოდმენ იმისათვის, რომ სიონისტურ რეჟიმისთვის ლეგიტიმაცია არასდროს გადაეცა პალესტინურ ხელისუფლებას.

როგორც ეს უნდა მომხდარიყო ოსლოს შეთანხმებით და ამ ორი სახელმწიფოს ბედი ასე გადაწყვეტილიყო.

 

ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სიონისტურმა რეჟიმმა გამოიყენა დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიების კოლონიზაციისთვის, არის დასახლებების გაფართოება და რეგიონში ებრაული მოსახლეობის გაზრდისა და გადაადგილების პოლიტიკის განხორციელება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2023 წლის 28 მარტის ანგარიშის თანახმად, არალეგალური ჩასახლების მოსახლეობა ახლა 700 000-ს აჭარბებს, 1993 წელს 250 000-ზე მეტი გახლდათ. სიონისტური რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაპყრობად გამოყენებული სხვა ტაქტიკა არის მიწების სახელმწიფო საკუთრებაში გამოცხადება სხვადასხვა საბაბით მაგალითად, The Huffington Post იუწყება, რომ ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა 1270 ჰექტარი მიწის ჩამორთმევა იორდანეს ველთან, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო ოსლოს შეთანხმების შემდეგ. გარდა ამისა, Le Monde იუწყება, რომ 2024 წლის პირველ ექვს თვეში, ორგანიზაცია "Peace Now"-ს მონაცემებით, ისრაელის ხელისუფლებამ 2370 ჰექტარი მიწა გამოაცხადა "სახელმწიფო მიწად", რაც მათ საშუალებას აძლევს იჯარით გასცეს ეს მიწები ექსკლუზიურად დასახლებებისთვის.

 

ღაზაში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სიონისტური რეჟიმის ჩაგვრას, რეჟიმის მიდგომა განსხვავებულია. 2007 წლიდან სიონისტურმა რეჟიმმა გადააქცია ღაზა მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია ცის ქვეშ, რითაც მის ხალხს ართმევს ადამიანის ყველაზე ელემენტარულ უფლებებს. ეს გულისხმობს აპარტეიდის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის აიძულოს მიგრაცია სხვა ქვეყნებში. რუკა No2 აჩვენებს, რომ 2007 წლიდან 2023 წლამდე სიონისტურმა რეჟიმმა ღაზაზე ხუთი სამხედრო შეტევა განახორციელა.

 

 2023 წლის ომი ფუნდამენტურად განსხვავდება წინა ოთხი თავდასხმისგან, რადგან ის ტარდება „დაჰიას დოქტრინის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ღაზას ხალხის ძალადობრივი გადაადგილება, ტერიტორიის დატოვება იმისათვის, რომ შემდეგ მათი შეძენა მარტივად შეძლოს სიონისტურმა მთავრობა.

დაჰიას დოქტრინა ეხება სამხედრო სტრატეგიას ასიმეტრიულ ურბანულ ომში, სადაც არმია განზრახ მიზნად ისახავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა გაზარდოს შეკავება, დამატებით ზეწოლას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს მათ უფრო დიდ ტანჯვას. ამ მოხსენების დაწერის დღიდან, ომიდან ცხრა თვეზე მეტი ხნის წინ, ზოგიერთი წყარო ითვლის დაღუპულთა რიცხვს 40,000-მდე, ზოგი კი, როგორიცაა სამედიცინო ჟურნალი The Lancet, იტყობინება 186,000-ზე მეტი არაპირდაპირი გარდაცვალების შესახებ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სატელიტური სურათები გაეროს უახლეს 2024 წლის 31 მაისის მოხსენებაში მიუთითებს, რომ ღაზას ინფრასტრუქტურის 55% განადგურებულია და ამსთან ერთად ღაზას სექტორის გასწვრივ საგზაო ქსელის თითქმის 65% განადგურდა.