img1


ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948 წლის 14 მაისი) სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზე არ შექმნილა პალესტინის სახელმწიფო, რომელიც გათვალისწინებული იყო პალესტინის გაყოფის გაეროს გეგმის მიხედვით

Maia Kapanadze

Doctor of History Science

Caucasus International University Assoc. Professor

Head of the Scientific Analytical Centre for Georgia-Iranian Relations

 

"დემოკრატიული გადაწყვეტილება პალესტინაში 6 ათწლეული ომისა და სისხლისღვრის დასასრულებლად"

 

• ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948 წლის 14 მაისი) სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზე არ შექმნილა პალესტინის სახელმწიფო, რომელიც გათვალისწინებული იყო პალესტინის გაყოფის გაეროს გეგმის მიხედვით. ამან გამოიწვია ხანგრძლივი კონფლიქტი პალესტინასა და ისრაელს შორის, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. ამ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებიღ მიღებული იქნა არა ერთი გადაწყვეტილება, რომლებშიც შემოთავაზებული იყო პრობლემის გადაწყვეტის სხვა და სხვა გზები. მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ინტენსიურად დაიწყო მოლაპარაკებები მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან. მიღწეული იქნა არა ერთი შეთანხმება (მადრიდი-ოსლო და ა.შ.), რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო პალესტინის არაბული სახელმწიფოც 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში. მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდა ,,კვარტეტის ფორმატში“ (რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, გაერო), რომლებმაც შეიმუშავეს საგზაო რუკა. არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ შესრულებულა-არ შექმნილა პალესტინის არაბული სახელმწიფო, რაც კონფლიქტის მოუგვარებლობის მიზეზი ხდებოდა. ამის პარალელურად პალესტინის კუთვნილ ტერიტორიაზე იქმნებოდა(ახლაც იქმნება) ებრაული ახალშენები, რის მეშვეობითაც უფრო მეტად მცირდება პალესტინის სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორიები. ეს კი პალესტინის გაყოფის(181-ე რეზოლუცია) გაეროს გეგმის შესრულებას აფერხებს. 

 

• პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას არა ერთი ფაქტორი უშლის ხელს. თვისთ ისრაელის სახელმწიფო პალესტინის არაბული სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე ათწლეულებია ებრაულ ახალშენებს ქმნის, რაც ამცირებს პალესტინისთვის გამოყოფილ ტერიტორიას და აღრმავებს კონფლიქტს. ამ საქმეში ისრაელის მხარდამჭერი არის აშშ. ამით კარგად ჩანს, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა მათ ინტერესებში არ შედის. პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა თავის დროზე შეაფერხა არაბული ქვეყნების ერთიანი პოზიციის არქონამაც. ყოველივე ეს ხელს უშლის პრობლემის მოგვარებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაეროს გეგმის გათვალისწინებით პალესტინის არაბული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. რეალურად ,,სამანდატო პალესტინის“ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო როგორც ებრაული ისე არაბული (პალესტინის) სახელმწიფოები, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო (მათ შორისაა გარე აქტორების ჩართულობა არაბული ქვეყნების ერთიანი პოზიციის არქონა) პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო დღემდე არ შექმნილა. მისთვის განკუთვნილი ტერიტორიები კი სულ უფრო მცირდება. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის რომ ისრაელს არ სურს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემნა.

 

• სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზეცისრაელისა ერთად პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო ვერ მოხდა. ყველა მცდელობა, რომლეცი აქამდე იყო(ოსლო,მადრიდი,საგზაო რუკა...), უშედეგო აღმოჩნდა და დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. პალესტინელებს ჰქონდათ სურვილი ოსლოს გადაწყვეტილება განხორციელება-შემქნილიყო პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რასაც მოჰყვებოდა მშვიდობის დამყარება. ისინი მზად იყვნენ ამისთვის დაეთმოთ თვიანთი მიწის დიდი ნაწილი. ეს პროცესი სამწუხაროდ ჩაიშალა, შეთანხმება არ შესრულდა, პალესტინელები ისევ სახელმწიფოს გარეშე დარჩნენ და შესაბამისად, კონფლიქტიც გაგრძელდა. ოსლოს შემდეგაც იყო არა ერთი მცდელობა ამ კონფლიქტის მოგვარებისა, მაგრამ უშედეგო. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარე აქტორები, ასევე რეგიონული ქვეყნები მათ სორისაა ირანის ისლამური რესპუბლიკაც. ეს ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ისრაელ-პალესტინის ეს ხანგრძლივინპრობლემა გადაიჭრას და შეიქმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქვე ავღნიშნავ, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება. ირანმა შესთავაზა ცატარებულიყო რეფერენდუმი სადაც ყველა პალესტინელი მიიღებდა მონაწილეობას. მათ უნდა გადაეწყვიტათ პალესტინის მომავალი. თავად პალესტინელებმა უნდა განსაზღვრონ მათი სუვერენიტეტიდა ის თუ რა ტიპის ქვეყნის შექმნა უნდათ. მსგავსი შესაძლებლობა პალესტინელებს არ მიეცათ.

• კონფლიქტი რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომელსაც უწოდებენ არა პალესტინა-ისრაელის, არამედ ჰამას-ისრაელის კონფლიქტს, აქამდე მისი გადაჭრის გზების უგულებელყოფამ გაამწვავა და გაახანგრძივა. პალესტინელები რამოდენიმე ათეული წლებია ცდილობენ შეიქმნს მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოც 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში. მათ ამის სრული უფლება აქვთ. პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

 

• ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა პალესტინასა და ისრაელსშორის. ამით უკმაყოფილო დარჩა ზოგადად მუსლიმური ქვეყნები, უფრო მეტად არაბული ქვეყნები. იერუსალიმი წმინდა ქალაქია როგორც მუსლიმების ისე ებრაელებისთვის. მატ გარდა ტერიტორიისა, დავა აქვთ საერთო სიწმინდეებზე (არაბებს და ებრაელებს ჰყავთ ერთი მამამთავარი აბრაამი). აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკმაყოფილება მოჰყვა როგორც არაბული ქვეყნების, ისე ირანის და თურქეთის მხრიდანაც.დღეს მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში პალესტინელებს დიდი მხარდაჭერა აქვთ რეგიონის ქვეყნების მხრიდან. პალესტინელებს ასევე მხარდამჭერები ჰყავთ რეგიონს გარეთაც. ამ ხანგრძლივი კონფლიქტის გზის პოვნა საკმაოდ რთულია. სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი არის პალესტინის დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს შექმნა, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო. 

 

• პალესტინელებსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის პირობებში არ უნდა იყოს მიკერძოება კონკრეტული ქვეყნის- კერძოდ ისრაელის მიმართ. ეს პრობლემის მოგვარებას უფრო მეტად ართულებს.

 

• პალესტინელები, როგორც გუტიერეშმა რამოდენმე დღის უკან თქვა, მძიმე მდგომარეობაში არიან ებრაელების მხრიდან. ხდება მათი კუთვნილი ტერიტორიების კიდევ უფრო შემცირება, რაზეც რეაგირება სამწუხაროდ არ ხდება. ყოველივე ეს იწვევს რადიკალიზაციას. პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რისთვისაც მზად ორივე მხარე უნდა იყოს. კარგი იქნებოდა თვითონ ებრაელებს და არაბებს ჰქონდეთ ,,დამოუკიდებლად“ ამ პრობლემის მოგვარების საშვალება. კონფლიქტის პირობებში რელიგიური პრობლემის წინ წამოწევა დიდი შეცდომაა, რაც სამწუხაროდ პალესტინა-ისრაელის შემთხვევაში ხდება.