დიახ! ქართველი ერი არასდროს შეეგუება "გენდერულ - იდეოლოგიას" და არასდროს დაუშვებს ისეთი სოციუმის ჩამოყალიბებას რომელშიც ოჯახის მნიშვნელობას "ქალისა და მამაკაცის ერთობის, ნაცვლად მშობელი - 1 და მშობელი - 2 განსაზღვრავს".
2024 - წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი მნიშვნელობით ერთ - ერთი გამორჩეული იქნება, ამ არჩევნების ჩატარება მსოფლიოში დატრიალებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე გვიწევს!
"კოლექტიური დასავლეთის,, მიზანი ცალსახად ნათელია და კარგი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდანაც ვხედავდეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებმაცა მოსალოდნელი საფრთხეები უნდა აგვაცილოს!
ვფიქრობ, უფრო ხისტი უნდა იყოს მმართველი გუნდი და პრემიერ მინისტრმაც, რომელსაც საამისოდ არც ლეგიტიმაცია და რა თქმა უნდა არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აკლია, უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები, რომლითაც ქართული სახელმწიფოს დახსნა უნდა შევძლოთ "კოლექტიური დასავლეთის" გავლენებიდან დავიბრუნოთ სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საკუთარ თავზე ბოლომდე მოვირგოთ.
️ " საქართველო არ დაიდგამს ამერიკულ უღელს, ეს ქვეყანა არც ავღანეთია, არც ვიეტნამი და რა თქმა უნდა არც ერაყი!"...
თქვენი გრანტებით შეიძლება, "სულწავარდნილი ერის მტრები იყიდოთ" , მაგრამ ვერ იყიდით ქართველ ხალხს, რომელიც იბრძოლებს და შეურიგებელი იქნება ყველა იმ სიმახინჯის მიმართ, რომელსაც 30 - წელზე მეტია გვტენით და მიუხედავად კოლოსალური რესურსების დაბანდებისა საწადელს ვერ მიაღწიეთ.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07