img1


როგორც გირჩის ყოფილი აქტივისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ზურბ ჯაფარიძე აღარც კი მალავს, რომ საელჩოს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი გირჩის ტრენინგები

კელი დეგნანს პირდაპირ აქვს დავალება გაცემული, დანერგონ დესტრუქციული დღისწესრიგი და შეინარჩუნონ 2024 - წლამდე, საარჩევნო წელს კი ოპოზიციას პირდება, რომ ამერიკის საელჩო გაცილებით რადიკალურ პოზიციას დააფიქსირებს და თუ შეძლებენ ტემპერატურის აწევეს, აშშ - არჩევნების შედეგსაც კი დააყენებს კითხვითი ნიშნის ქვეშ.

ამ გზაზე კი ახალგაზრდული ძალის გამოყენება უნდა მოხდეს.

როგორც გირჩის ყოფილი აქტივისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ზურბ ჯაფარიძე აღარც კი მალავს, რომ საელჩოს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი გირჩის ტრენინგები და აქტიურ მხარდაჭერას უწევს შესაბამისი საჭირო რესურსებით.

ასევე ჩამოტანილი აქვთ ამერიკელი პოლიტ-ტექნოლოგების მიერ დაწერილი გეგმა, როგორ იმოქმედონ და რაზე უნდა დასვან აქცენტები.

 

Publicist.ge - ს ოპზოციის ყოფილი აქტივისტი ესაუბრა და დეტალურად აუხსნა თუ როგორი გეგმა აქვთ, რომლის განხორციელებისთვისაც ემზადებიან და რისთვის უტარებენ ტრენინგებს ახალგაზრდებს.

 

დეგნანის დავალებით გადანაწილდა როლები და პოზიციები თუ ვინ რა სეგმენტთან უნდა იმუშაოს.

ზურაბ ჯაფარიძის დავალება ახალგაზრდების დატრენინგება და მათი აგრესიულ აქტივისტებად მომზადებაა.

 

ტრენინგებზე გვასწავლიდნენ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საპროტესტო აქციების დროს.

ახალგაზრდებს უხსნიან თუ როგორ უნდა მიმართონ პოლიცილებს ისე, რომ მათი გაღიზიანება და პროვოცირება შეძლონ.

ასევე ასწავლიან ტექნოლოგიას და აგრესიის მართვას, რომლის გამოწვევაც თავად უნდა მოახერხონ.

ამ ყველაფერს ამერიკელი პოლიტ-ტექნოლოგების დამუშავებული გეგმით აკეთებენ.

კელი დეგნანს სურს ახალგაზრდებისგან მიიღოს მებრძოლი დაჯგუფებები, რომლებიც საჭირო დროს გადავლენ მოქმედებებზე.

ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდებს არწმუნებს, რომ აშშ - ს საელჩოს მხარდაჭერა აქვთ და ნებისმიერ დროს შეიძლება ისინი ახალი რევოლუციური პროცესების ფუძემდებლები აღმოჩნდნენ.

 

ოპოზიციის ლიდერები არაოფიციალურ შეხვედრებს ხშირად აწყობდნენ საელჩოს წარმომადგენლებთან, ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია დამალულია და საზოგადოებას არ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას თუ რა საკითხებს განიხილავენ მათთან ერთად.

 

თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტრენინგები აშშ - ს საელჩოდან არის მხარდაჭერილი და მათ კონკრეტული გეგმა აქვთ, როგორ მოაწყონ მორიგი არეულობა.

 

■ ირაკლი ჯანყარაშვილი