img1


"ჩვენ შენთან ვართ პრემიერო და ჩვენ უფრო მეტნი ვართ" - ირაკლი ჯანყარაშვილი

 

_ " რამდენ ფრონტზე გაიშალა [კოლექტიური დასავლეთის აგენტურა].

პოლიტიკური რესურსი, რომ ამოეწურათ და ყველა ქალაში საკადრის პასუხს რომ ცემენ იმ მავნებლობისთვის რასაც ჩადიან, ეხლა უკვე ახალგაზრდების ინტრუმენტალიზაცია დაიწყეს და ამ ახალგაზრდებს, როგორც მთავარ იარაღს ისე იყენებენ."

 

_ რაც ბორჯომში მოხდა ეს ქართული დაუმორჩილებელი ხასიათის გამოვლინება იყო.

ეს იყო ხისტი და საჭირო პასუხი იმ პროპაგანდისტებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს გარდაქმნა და თავისმაგვარი ჭინკებისთვის ხელში ჩაგდება გახლავთ.

 

_ არ არსებობს დამთხვევები, ყველაფერი კანონზომიერია და თნმიმდევრულად მიუყვებიან იმ გეგმას, რომელიც აშშ -ს საელჩოში დაუწერეს.

ამ გეგმაში კი მთავარი ადგილი იდეოლოგიას უჭირევას, რომელსაც თავსგვახვევენ, რომლის მიმართაც დამონებას გვთხოვენ.

 

_ ვინ არის მათი მთავარი მოწინააღმდეგე ?

ირაკლი ღარიბაშვილი და მის წინ ძლიერ გაუვალ კედლად აღმართული ქართველი ხალხი.

დასანგრევად ეჯაჯგუნებიან ამ კედელს ესმით თუ მას ჩამოანგრევენ მათ მთავარ მოწინააღმდეგემდეც მივლენ.

თუმცა საბედნიეროდ ეს კედელი ისეთი მყარია, რომ მისი დანგრევა შეუძლებელია, ეს კედელი იზრდება, ძლიერდება უფრო მყარი და სანდო ხდება.

ჩვენ კი ქართველი ხალხი ბრძოლისთვის და კედელზე "ამობორდღებული" ჭინკების განადგურებისთვის ვემზადებით.

 

_ ჩვენ შენთან ვართ პრემიერო, ეს კედელი სანდო, მყარი და იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე.