კეზერაშვილი პირდაპირ მითითებებს აძლევს ხაბეიშვილს თუ როგორ და რა დროს უნდა დაიწყოს ნაცმოძრაობაში არეულობის შეტანა და რა იქნება უფრო სწორი ნაბიჯები სააკაშვილის დასაზიანებლად.
ნიკა მელიას ჩამოცილების შემდეგ კი შეძლებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელში ჩაგდებით სავაჭრო კოზირის გაჩენასაც.
კეზერაშვილს ნავთობის ბიზნესი აინტერესებს, მას არა ერთხელ მისცეს უფლება საქართველოს პორტებში შემოეტანა თავისი ტვირთები, ხოლო საქართველოს გავლით კი შუა აზიიდან წამოღებული ნავთობი გაეტანა.
ასევე მისი ხელი უერევია სანქცირებულ ტვირთებშიც.
ექხტრადიცისის მოლოდინში მყოფ კეზერას კი "ქართულ ოცნებასთან" სავაჭრო ინსტრუმენტი სჭირდება.
როგორც წყარო გვიყვება ნიკა მელია ემზადება რევანშის ასაღებად და საჭირო დროს ძალიან მნიშვნელოვან მამხილებელ მასალებს გაასაჯაროვებს, რომლებითაც მტკიცდება თუ როგორ მართავს ტრიო ლევან ხაბეიშვილს, რა მიზნებისთვის იყენებენ პარტიას და როგორ ცდილობენ ქართულ ოცნებასთან სავაჭრო გზების გაკაფვას.
_ წყარო : " უცნობია როგორ ჩაუვარდა ჩანაწერები ნიკა მელიას ხელში, თუმცა მისი გასაჯაროვება თავდაყირა აყენებს ყველაფერს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პარტია კარგავს სააკაშვილის ექსკლუზიური მხარდამჭერების რაოდენობას, რადგან ნათელი ხდება, რომ ხაბეიშვილის დანიშვნით არა' პარტიის გამოცოცხლება არამედ მისი კეზერაშვილის კლანისთვის ხელში ჩაგდებას ემსახურებოდა."
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07