" publicisti.ge - ს' ლელოს ყოფილი წევრი უყვება, რომ მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას გაერთიანება ჯერ კიდევ 2020 - წელს შესთავაზა, თუმცა მაშინ მელიასთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს სააკაშვილი წარმოადგენდა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნაცმოძრაობის და ლელოს თანამშრომლობის.
მიშას კარგად ესმოდა, რომ თუ ნიკა მელია ოპოზიციურ ფლანგზე რაიმე ტიპის ერთობას მიაღწევდა სააკაშვილს საბოლოოდ წაართმევდა სტატუსს".
შესაბამისად მიშა ყველაფერს აკეთებდა უკრაინიდან, რომ მელიასთვის ხელი შეეშალა.
_ ერთ - ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდა მელიას სააკაშვილი უშვერი სიტყვებით მოუხსენიებია და უთქვამს : "მიშას ხელისუფლების შეცვლა იმდენად არ აინტერესებს რამდენადაც თავისი სტატუსიო, ლიდერობის მაანით არის შებყრობილი, სინამდვილეში კი ერთი ჩმორი ნაპრეზიდენტალი *ლეაო.
ამ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდა, რომელსაც წარბიც კი არ შეუხრავს თურმე მიშას აუგად მოხსენიებაზე.
გვიყვება ლელოს წარმომადგენელი. (რა თქმა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ).
იქამდე სანამ კეზერაშვილი "ხაბეზე,, ფსონს დადებდა, ნიკა მელიას და მამუკა ხაზარაძეს ერთიანი გეგმა გააჩნდათ, რომელიც მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდა მოეყვანა სისრულეში.
ამ გეგმის მიხედვით, ნიკა მელია ციხეში ჩასმით თავდადების მაგალითს აჩვენებდა ყველს, როგორც ლიდერის რომელმც იბრძოლა რეჟიმმა ჩასვა და ეხლა გარეთ გამოსული ახალ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს.
გახსოვთ ალბათ მთავარი არხის ეთერში მელიას ახალი გუნდის წარდგენის დროს, გვარამიამ დაფაზე მიშას სახელი, რომ დაწერა და ამით მელიას მიანიშნა, კი ცდილობ თავკაცობასო თუმცა შენი ადგილი იცოდეო.
პარტიაში მელიას პოზიციების გაძლიერების წინააღმდეგი სააკაშვილი იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო საპარლამენტო სიის ფორმირებაში აქტიური ჩარევა.
როგორც "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი publicist - ს უყვება, მელიას საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით თითქმის არაფერს უთანხმებდნენ და სია სააკაშვილმა ისე დაწერა, რომ ნიკანორეს პოზიციები მაქსიმალურად შეესუსტებიან.
ამის შემდეგ დაიწყეს მელიას მოყვანილი ახალი საახების დაბლოკვა, პოლიტ საბჭოში მელიას კადრების ნახვის სურვილი არ გააჩნდა არც სააკაშვილს და რა თქმა უნდა არც კეზერაშვილს.
მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია მამუკა ხაზარაძესთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი მოძრაობის პრეზენტაციას გეგმავდნენ.
ხაზარაძის შეთავაზება მარტივი იყო, განეახლებინა პარტია და სააკაშვილის ფაქტორი საბოლოოდ გაექრო.
ასეთ შემთხვევაში კი ისინი შეძლებდნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფების დაინტერესებას და შექმნიდნენ "ძალა ერთობაშიას" ალტერნატივას.
ამ ერთობის შექმნას მთელი ძალებით ებრძოდა სააკაშვილი, რომელიც რუპორად გუბაზ სანიკიძეს იყენებდა და ეთერ - ეთერ ატარებდა და ალაპარაკებდა, რომ ყველა ნულია მათშორის ისიც და მარტო მიშას შეუძლია ვარსკვლავების ჩამოწყვეტა.
მელიას ფარული შეხვედრების და გარიგებების შესახებ სუსის კრეფსებში დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი.
მგონი რთული გამოსაცნობი არც ის არის, როგორ ჩაუვარდა ხაბეიშვილს მელიას ფარული ჩანაწერი ხელში.
დღეს მელია ყველა პროცესიდან ჩახსნეს, ხაბეიშვილი შეხვედრებზე აღარ ეძახის, პეტრე ცისკარიშვილი მესიჯსაც კი აღარ წერს.
ხელ-ფეხ შეკრულ ნიკანორს კი ისღა დარჩენია თავშესაფარი სხვა პარტიაში ეძებოს.
თუმცა როგორც წყარო გვიყვება, ის ძალიან მნიშვნელოვან კომპრომატებს ფლობს, როგორც პეტრე ცისკარიშვილზე ისე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
მის ხელშია ჩანაწერები სააკაშვილის და თემურ ალასანიას, ამ ჩანაწერებში კი ნათლად ისმის თუ როგორ აორგანიზებდნენ 20 - ივნისიდან დღემდე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს.
მელიას ხელში ასევე გიული ალასანიას ჩანაწერებიც არის, სადაც ის მესამე ქვეყანაზე საუბრობს, რომლის ჩარევითაც თემურ ალასანიას გარანტიები მისცეს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, რომ არ დააკავებდნენ.
ამ ჩანაწერებს მელია ახალი პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ გაასაჯაროვებს.
ნაცებში მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და ნიკა მელიას ყველა კოზირი არ გამოუყენებია.
● ირაკლი ჯანყარაშვილი
დაეხმარე publicist - ს GE91BG0000000901956000
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07