publicist.ge - ს სანდო წყარო, ტვ - პირველში არსებული შიდა დაპირისპირების შესაბე უყვება.
როგორც ინფორმირებული პირი გვიყვება, (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) ტელეკომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. ჯერ კიდევ გაუსტუმრებელი აქვთ თვეების დაგროვილი ოპერატორების დავალიანებები, მიუხედავად ამის, ტელევიზიის "ვარსკვლავები" გირიგოლია, ტრაპაიძე, ნოდარ მელაძე და სხვა პოლიტიკური შინაარსი თოქშოუების ავტორები 4 - ნიშნა ანაზღაურებას იწერენ, თავისი დანამატებით. ვატო წერეთელს ინგასთან სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოსვლია, ჩვენი ინფორმაციით საკითხი ფინანსურ დავალიანებებს და არხის რეიტინგს ეხებოდა. ინგა წლების წინ არწმუნებდა ვატო წერეთელს, რომ თუ ის არხის კონტენტს სპორტულიდან პოლიტიკურზე გადაიყვანდა ის დიდ მოგებას დაუტოვებდა, თუმცა ამ გზაზე ვატომ არა თუ მოგება, არამედ არხის "პოლიტიკურად გარყვნილი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე" საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება და არა ერთი ლანძღვა - გინება დაიმსახურა. როგორც ერთ - ერთი თანამშრომელი გვიყვება, ვატოს და ინგას საუბარი ვატოს კაბინეტში გაიმართა, ამ დროს ორივე ხმას უწევდა, თვითონ იგნა იქამდეც მივიდა, რომ მწყობრიდანაც კი გამოსულა და ვატოს დამუქრებია სამსახურიდან წავალო და თან გავიყოლებ ჩემს მოყვანილ კადრებოს. სიტუაცია კი ბოლოს ისე დაიძაბა, რომ ვატო წერეთელი გინებაზეც გადასულა და არხის გაყიდვის მუქარით დაუსრულებია საუბარი. როგორც ირკვევა არხისთვის "კეზერაშვილს დაფინასება გადაუკეტია" , მიზეზად კი ინგა გრიგოლიას მეგობრის ნიკა მელიას ეთერში ხშირი დასმა განუცხადებია. კეზერაშვილი ტელევიზიის მენეჯმენტს ნიკა მელიას მადისკრედიტირებელი სიუჟეტების გაკეთებას და ხაბეიშვილის პიარს სთხოვდა.
ვატო წერეთელი ფინანსების სანაცვლოდ თანახმა ყოფილა.
რის წინააღმდეგაც ინგა გრიგოლია წასულა და ნოდარ მელაძის შაბათში ხაბეიშვილს არჩევნებიდან ერთ კვირაში დაარტყეს, რამაც კეზერაშვილს საბოლოოდ ააღებინა არხის დაფიანსებაზე ხელი.
_სწორედ ამ დავალიანებებზე და დაკარგულ ფულზე მოუვიდა ვატო წერეთელს ინგა გრიგოლიასთან ხმამაღალი საუბარი, რომლის დროსაც ერთი სამსახურიდან წასვლით იმუქრებოდა მეორემ კი არხის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07