აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართულ სამუშაო შეხვედრაზე, პროფესიული განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
პანელური დისკუსიის ფორმატში, საუბარი განათლების სფეროს და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კადრების საჭიროებების იდენტიფიცირებას და პროგრამების ეფექტურ გამოყენებას შეეხო.
შეხვედრას აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვინიკაძე, პროფესიული კოლეჯების და კერძო სექტორის 80-მდე წარმომადგენლი ესწრებოდა.
2026-03-11
2026-03-09
2026-03-09
2026-03-08
2026-03-06
2026-03-06
2026-03-05
2026-03-04
2026-03-04
2026-03-03