img1


გალობის უნივერსიტეტი |ჩვენ უკვე გვყავს მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

დასრულდა 3-თვიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი საინტერესო პროგრამა „ქართული ტრადიციული მუსიკა – ლოტბარი/რეგენტი“ და კურსის მსენელები გამომცდელების წინაშე წარდგნენ. 

 

1 აპრილს პროგრამის კურსდამთავრებულების მცირე კონცერტი გაიმართა. ამ დღემ დაადასტურა, რომ მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის საფუძველზე შედგენილმა მოკლევადიანმა კურსმა წარმატებით შეასრულა თავისი მთავარი მისია. მსმენელებს გააცნო ქართული ტრადიციული მუსიკის სიღრმეები, შეასწავლა ახალი რეპერტუარი, განუვითარა საშემსრულებლო და სარეგენტო უნარები და გაუღრმავა ცოდნა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მიმართულებით, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან საყრდენად ექცევათ.

 

სასერტიფიკატო კურსის პირველ ნაკადზე სერტიფიკატები გადაეცათ – სოფიკო ამირაჯებს, თამარ ზაალიშვილს, თამარ კაპანაძეს, მაია მაღრაძეს, ქეთევან თურქიას, სოფიო ჩოხელს, თემურ არაყიშვილს, ოთარ გოდერიძეს, გიორგი სუხიშვილსა და ილია წიქარიშვილს. 

 

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

 

გალობის უნივერსიტეტი განაგრძობს ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას და მის გავრცელებას ფართო საზოგადოებაში.

 

#გალობისუნივერსიტეტი

#სასერტიფიკატოკურსი

- ვკითხულობთ გალობის უნივერსიტეტის ოფიციალურ facebook - გვერდზე