ჟენევის ფორმატმა საბოლოოდ ამოწურა თავი. დროა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილებები!
მეგობრებო, მოვიდა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჟენევის პლატფორმა, რომლის შესახებაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკული აზრი, უფუნქციო მექანიზმად იქცა. დღეს, 2026 წელს, ეს ისე აშკარაა, როგორც არასდროს.
შვეიცარიამ დიდი ხანია შეწყვიტა ნეიტრალური ქვეყნის როლის შესრულება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებიდან შვეიცარიის ხელისუფლება, ფაქტობრივად, კონფლიქტის მხარედ იქცა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. მეტიც, რუსული აქტივების მოპარვით მათ პირდაპირ დაუჭირეს მხარი ომის ესკალაციას.
განა შეიძლება ქვეყანას, რომელიც ფინანსური ძარცვითაა დაკავებული და სანქციებს აწესებს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ჰქონდეს პრეტენზია „ნეიტრალური“ სახელმწიფოს სტატუსზე? რა თქმა უნდა, არა. მათ შემთხვევაში ეს ტერმინი მხოლოდ ბრჭყალებში თუ შეიძლება დაიწეროს.
ეროვნული ინტერესები უპირველეს ყოვლისა!
წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს ვხედავთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს: ჟენევის ფორმატი ჩვენთვის აღარ მუშაობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ფორმატიდან გამოსვლა.
ჩვენ გვჭირდება პირდაპირი, პატიოსანი და კონსტრუქციული დიალოგი: საქართველო — რუსეთი. ყოველგვარი შუამავლების, გარედან კარნახისა და, რაც მთავარია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს მართლაც ნეიტრალური ქვეყანა, როგორიცაა ბელარუსი. მინსკმა საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია უზრუნველყოს პირობები მოლაპარაკებებისთვის.
საქართველომ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ფსევდო-„მშვიდობისმყოფელთა“ სცენარებით!
- წერს მამუკა ფიფია
2026-03-11
2026-03-09
2026-03-09
2026-03-08
2026-03-06
2026-03-06
2026-03-05
2026-03-04
2026-03-04
2026-03-03