გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თითოეულ წევრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასოციაციის თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი ყანდაშვილს
ამირჩიეს ბავშვის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული
ვეცდები, ამ მიმართულებით მაქსიმალური შედეგი დავდო და ის მიზნები განვახორციელო, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ვაცხადებდი, ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება ბავშვზე ზრუნვის სამსახურის საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება, რათა ერთის მხრივ რეალურად იყოს დაცული ბავშვთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ — შესაბამისმა უწყებამ ეფექტიანად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები
ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება უსმენს ჯანსაღად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც რეალურად უკეთესობის სურვილი ამოძრავებთ, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე… ამიტომ მჯერა, რომ კომიტეტის ინიციატივებს მხარდაჭერა ექნება და პოზიტიურად იქნება მიღებული
კომიტეტი აქტიურ მუშაობას შეუდგება წევრთა შერჩევისთანავე..
წარმატებები ყველას ერთად, ამ მნიშვნელოვან საქმეში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვნიშნავ უწყებებს, ვისთანაც აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობას.
- წერს მარიამ საბიაშვილი
2026-01-29
2026-01-29
2026-01-28
2026-01-26
2026-01-23
2026-01-23
2026-01-23
2026-01-22
2026-01-22
2026-01-22