img1


გია ყრუაშვილი ცილისწამებისთვის საჯაროდ უხდის ბოდიშს კოკა გუნცაძეს, დაჩი ცაგურიას და ,,რკინიგზის'' მენეჯმენტს

გია ყრუაშვილი (,,საქართველოს რკინიგზის'' ყოფილი თანამშრომელი):

 

მეგობრებო, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში ჩემგან ვრცელდებოდა - უფრო სწორად კი, მინდა ყველაფერი აგიხსნათ.

როგორც გაირკვა, მართლაც გაუქმებულა მრჩეველთა ინსტიტუტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეც სწორედ ამ ინსტიტუტის ფარგლებში ვმუშაობდი და აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში მეც მოვყევი გაუგებრობაში. თავიდან მეგონა, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთეს ჩემს მიმართ და მიზანმიმართულად გამათავისუფლეს, თუმცა შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა.

არც ბატონი კოკა გუნცაძე, არც ლაშა აბაშიძე, არც დაჩი ცაგურია, არც გია დანელია, არც გურამ გურამიშვილი, არც ბაქარ გეწაძე და არც დავით სამხარაშვილი არაფერ შუაში არ ყოფილან. სიმართლე ისაა, რომ ამ შტატის გაუქმების (მრჩეველი) შემდეგ გაბრაზებული და გაღიზიანებული ვიყავი, ამასობაში ზოგიერთმა ვითომ ჩემმა კეთილისმსურველმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდა, თითქოსდა საქართველოს რკინიგზაში კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, და ამ ინფორმაციის საფუძველზე მეც შეცდომა დავუშვი — უდანაშაულო ადამიანებს მძიმე ბრალდებები წავუყენე.

შემდგომში მივიღე სრული დოკუმენტაცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ჩემ მიერ ნახსენებ არც ერთ შემთხვევაში კორუფციას ადგილი არ ჰქონია. შედეგად, უდანაშაულო ადამიანებს ცილი დავწამე, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და გულწრფელად ვნანობ.

მინდა საჯაროდ მოვუხადო ბოდიში ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სიტყვებით შეურაცხყოფა მივაყენე. ეს ჩემთვის მარტივი არ არის, მაგრამ ვთვლი, რომ ღირსეულად უნდა ვაღიარო შეცდომა და მოვიხადო ბოდიში.

იმედი მაქვს, გამიგებთ და ამით დასრულდება ეს გაუგებრობა. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში გულწრფელად — ვტყუოდი არა განზრახ, არამედ იმიტომ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებმა მიზანმიმართულად შემიყვანეს შეცდომაში და ისარგებლეს ჩემი ემოციური მდგომარეობით, პრაქტიკულად აფექტში ვიყავი.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ამ ყველაფრით გული ვატკინე.