განათლების სფეროში ქვეყანას სჭირდება არა ზედაპირული ცვლილებები და არც რომელიმე უნივერსიტეტის რომელიმესთან ადმინისტრაციული გაერთიანება, არამედ ფუნდამენტური, სისტემური რეფორმა. ქართული საზოგადოების მოთხოვნა არ არის ფორმალური რეორგანიზაციები საზოგადოების რეალური დაკვეთა არის ლიბერალური განათლების სისტემის ძირეულად გადახედვა და შეცვლა.
ამ მოდელმა, რომელიც წლების განმავლობაში ინერგებოდა საქართველოში, მძიმე კვალი დატოვა მომავალ თაობაზე. განათლების სისტემა სულ უფრო შორდებოდა ეროვნულ ღირებულებებს, კულტურულ იდენტობასა და სახელმწიფოს ინტერესებს და აქცენტს აკეთებდა აბსტრაქტულ იდეოლოგიებზე, რომლებიც ვერ პასუხობს ქართული საზოგადოების რეალურ საჭიროებებს. შედეგად მივიღეთ თაობა, რომელიც ხშირად არის მოწყვეტილი საკუთარ ისტორიას, ტრადიციებსა და ეროვნულ პასუხისმგებლობას.
სწორედ ამიტომ საზოგადოების მოთხოვნა დღეს არის არა კოსმეტიკური რეფორმა, არამედ საგანმანათლებლო ფილოსოფიის შეცვლა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც აღზრდის არა მხოლოდ ფორმალურად განათლებულ ინდივიდებს, არამედ პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, რომელთათვის პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო, საზოგადოება და ეროვნული თვითშეგნება.
ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო და გააზრებული მოთხოვნა. და სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე მისცა ქართველმა ამომრჩეველმა პოლიტიკური ნდობა და მანდატი პარტია „ქართულ ოცნებას“, რათა განხორციელდეს არა ფორმალური ცვლილებები, არამედ რეალური და ღრმა საგანმანათლებლო რეფორმა. " ჩვენ უნდა გამოვტაცოთ ხელიდან მომავალი თაობა, იმ ლიბერალურ სუბკულტურას რომელსაც დღეს ფესვები აქვს გადგმული ჩვენს საგანმანათლებლო სფეროში "
- წერს მამუკა ფიფია
2026-03-11
2026-03-09
2026-03-09
2026-03-08
2026-03-06
2026-03-06
2026-03-05
2026-03-04
2026-03-04
2026-03-03