img1


ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო და ვიმედოვნებ, აღნიშნულს კახი კალაძე და პრემიერი გაეცნობიან - მარიამ საბიაშვილი

მივესალმები პრემიერის ინიციატივას ბაზრის კვლევაზე და აქვე, არც ამ ტიპის ბაზრის კვლევა გვაწყენდა, რაზეც ახლა ვისაუბრებ

 

აქვე, მინდა სხვა მოქალაქეებიც გაეცნოთ სტატუსს, განსაკუთრებით მოსამართლეები, რადგან საქმე ბოლოს თქვენამდე მოდის

ვცრელია, მაგრამ საყურადღებოც და სასარგებლოც. 

 

საკითხი ეხება ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას, მუნიციპალური ტრანსპორტის დაზიანების ფაქტებს, რა დროსაც შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა მომსახურების გამწევ კომპანიებთან ერთად, მოქალაქეებს ატყავებს.. 

 

ახლავე ავხსნი საქმე რაშიც მდგომარეობს.. თან მაგალითებით.. 

 

მოკლედ.. თუ მოქალაქე შემთხვევით დაზიანებას მიაყენებს მუნიციპალურ ტრანსპორტს, ხდება რა:

 

—ადგილზე საპატრულო პოლიცია ყოველთვის ამტყუნებს მოქალაქეს (პრაქტიკაშიც და სტატისტიკურადაც, საპირისპირო უიშვიათეს შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს ერთეული შემთხვევები).

 

—ხშირად თანამშრომლები შეცდომაში შეყვანით ხელს აწერინებენ მოქალაქეს შეთანხმების აქტზე, სადაც მოქალაქე აცხადებს თანხმობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის ზიანის ანაზღაურებაზე. აქტში ასახულია ისიც, რომ ზიანი დაანგარიშდება ავტორიზებულ სერვის ცენტრში (ვისთანაც ხელშეკრულება უდევს სატრანსპორტო კომპანიას) დეფექტური აქტის შესაბამისად. 

 

განვმარტავ:- შეცდომაში შეყვანას ვგულისხმობ არასწორ განმარტებას, კერძოდ იმას, რომ დაფიქსირდა ფაქტები, სადაც პოლიციის თანამშრომელი რეალურად ადგენს ამ ტიპის შეთანხმების აქტს, ფაქტიურად ყველაფრის აღიარებაზე, თუმცა მოქალაქეს განუმარტავს, რომ ეს უბრალოდ სამსახურებრივი დოკუმენტია, აფიქსირებს დაზიანებებს ან/და რამე მსგავსი.. 

მართალია, მოქალაქე ვალდებულია ნებისმიერ დოკუმენს გაეცნოს და ისე მოაწეროს ხელი, თუმცა მსგავს შემთხვევაში, როცა აფორიაქებულია, არც კითხულობს.. 

ამიტომ, ჩემი რჩევაა ასეთ დროს ხელი არაფერს მოაწეროთ მოქალაქეებმა.. 

 

—თბილისის სატრანსპორტო კომპანია სხვა ხელშემკვრელ კომპანიასთან ერთად მოქალაქის თანდასწრების გარეშე ახდენს ტრანსპორტის შეკეთებას და ზიანის დაანგარიშებას, ამასთან, არ მოწმდება და არც დგინდება შემფასებლის კვალიფიკაცია ან/და დაზიანებული ავტონაწილების საბაზრო ღირებულება თუ გაწეული სხვა მომსახურების (ხელობის) საფასურის შესაბამისობა, საბაზრო ღირებულებასთან..  

 

განვმარტავ:- სატრანსპორტო კომპანიას ხელშეკრულება აქვს სხვა რომელიმე კომპანიასთან, რომელიც დაზიანებული ტრანსპორტის შეკეთებაზეა პასუხისმგებელი.. მოცემულ შემთხვევაში შემხვდა მაგალითად შპს ჯი თი გრუპი.. 

ვიდრე მოქალაქის მოთხოვნა (წერილი) ადრესატამდე მივა, რომ დაასწრონ დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას, ზიანის ოდენობის შეფასებას, ან არ შეაკეთონ მოქალაქის მიერ ექსპერტიზის ჩატარებამდე, უკვე ტრანსპორტს აკეთებენ და მოქალაქეს პირდაპირ მისდის ინვოისი, შეფასებასთან ერთად, ანაზღაურების მოთხოვნით (რეგრესის წესით).. 

ანუ, სატრანსპორტო კომპანიას ან სადაზღვევოს, დაქირავებული კომპანიისთვის უკვე გადახდილი აქვს მომსახურების საფასური.. 

 

აქ საყურადღებოა რა.. 

 

საერთოდ არ დგინდება შემფასებელი არის თუ არა ექსპერტი (ხშირ შემთხვევაში არა), შემფასებელმა იხელმძღვანელა თუ არა რეალური საბაზრო ღირებულებით (არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება მსგავსი), ნუ, გაწეული მომსახურების (ხელობის) საფასურიც იგივე..

 

მოკლედ რომ ვთქვა, თუ რეალურად ზიანი არის 500 ლარის და შენ დაზიანებას აღადგენდი ამ ფასად, აქტი მოგდის 10000 ლარის 

 

— ამასთან, სატრანსპორტო კომპანია არ აბრუნებს გამოცვლილ ნაწილებს.

 

განვმარტავ:- ყველა გამოცვლილი ნაწილი უნდა გადასცეს მოქალაქეს. 

 

—სამწუხაროდ, სამხარაული ვიდეო/ფოტო მასალით, ვეღარ ახდენს რეალური ზიანის დაანგარიშებას.. 

 

ფაქტიურად, თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს შემთხვევით შეეხე, დედა გაქვს აფეთქებული

მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის.. 

 

აი მაგალითისთვის, ვდებ ფოტოს, სადაც ახლობელი თავის ზოლში მიდიოდა, ავტობუსი გადმოვიდა და ნუ, გვერდი გაუსვა..

არანაირი შიდა დაზიანება და მეტიც, ტრანსპორტს ისედაც ჰქონდა დაზიანებები, სიშავეები გადაუვიდა ამ ავტომობილის მხოლოდ.. 

პატრულის თანამშრომელმა სწორედ ზემოაღნიშნული არასწორი განმარტების საფუძველზე ხელი მოაწერინა აქტზე და ახლა ამ ბიჭს ედავებიან 10000 ლარს, როცა სამღებრო სამუშაოებს, რაც რეალური ზიანი მიაყენა, 500-700 ლარში გააკეთებდა 

აქ იცით საქმე რაშია? 

პასუხისმგებლობას არავინ გაურბის, თუმცა ირღვევა მოქალაქის უფლებები და არათანაბარ პირობებში ვარდება. 

 

ჯერ ის, რომ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს წართმეული, თავად ხომ შეზღუდულია შეაკეთოს, იმაშიც ზღუდავენ რეალური შეფასება გააკეთოს და რეალური ზიანი დაანგარიშდეს, ხელობასთან ერთად..ნუ.. ოდენობები ხომ საერთოდ.. 

 

გავიგე, მარსზე ახალი სასტუმრო შენდებაო და.. ვინც მუნიციპალურ ტრანსპორტს დაეჯახებით შემთხვევით, უმჯობესია იმ სასტუმროს ნომერი შეიძინოთ და წახვიდეთ..მერწმუნეთ, შეიძლება უფრო იაფი დაჯდეს 

 

მოკლედ.. 

 

მესმის, რომ სატრანსპორტო კომპანიას არ ადარდებს, მთავარია ავტომობილი ხელშემკვრელმა მხარემ დროულად შეაკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზემდგომი ორგანო ამით უნდა დაინტერესდეს.. სადაზღვეოების ფასებითაც და ტენდერში გასული შპს-ების მომსახურების ფასებითაც.. 

 

იმედი მაქვს, ამ საკითხს რამე ეშველება.

 

განსაკუთრებით მოგმართავთ მოსამართლეებს, ვიდრე ეშველება, ნუ მისცემთ გამომძალველ კომპანიებს მოქალაქეების ჩაგვრის შესაძლებლობას 

 

ყველა მტკიცებულება გაიზიარეთ, რის წარმოდგენასაც შეძლებს ამ დროს მოქალაქე მართალია, პროცესი შეჯიბრებითობის პრი

- წერს მარიამ საბიაშვილი