img1


ადვოკატი მარიამ საბიაშვილი ღვინის წარმოებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს და აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება მისი ბრენდის — Marissya-ს ღვინოები

ადვოკატი მარიამ საბიაშვილი ღვინის წარმოებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს და აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება მისი ბრენდის — Marissya-ს ღვინოები: რქაწითელი და ქინძმარაული.

მან საზოგადოებას ასევე გაუზიარა ღვინის ეტიკეტი, რომლითაც Marissya ბაზარზე წარდგება, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.

 

მარიამ საბიაშვილი, საადვოკატო საქმიანობის გარდა, გახლავთ მოხალისეთა ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.