„ისტორიული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, მან თავისი ქვეყნა ერთი გადამწყვეტი ნაბიჯით გადაარჩინა.
გადაარჩინა იმ ჯოჯოხეთს, რომელიც დღეს უკრაინაში ტრიალებს, იმ ჯოჯოხეთს რომელიც მოლდოვას ელის თუ მაია სანდუ განაგრძობს იმ პოლიტიკის კეთებას, რომლელიც ბრიუსელიდან არის ნაკარნახევი.
არა ემოციების გამო, არა შიშის გამო, არამედ ცივი, მძიმე, სახელმწიფოებრივი გააზრებით. მან იტვირთა ის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც ჰქვია ისტორიული პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ დღევანდელ თაობაზე, არამედ მათზე, ვინც ჯერ არ დაბადებულა, თაობა რომელსაც გამთლიანებული და გაბრწყინებული საქართველო უნდა დავხდეს ნაცვლად ნანგრევებისა!
მან არ დაუშვა, რომ საქართველო კვლავ გამხდარიყო სხვის გეოპოლიტიკურ დაფზე პაიკი. არ დაუშვა, რომ თბილისის ქუჩები კიდევ ერთხელ გახვეულიყო ომის ქარცეცხლში!"
2026-03-11
2026-03-09
2026-03-09
2026-03-08
2026-03-06
2026-03-06
2026-03-05
2026-03-04
2026-03-04
2026-03-03