შავ ზღვაში ყაზახური ნავთობის ჩატვირთვის მოლოდინში მყოფ ორ ტანკერს თავს დრონები დაესხნენ. Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) ტერმინალთან ახლოს მოხდა. მედიის ცნობით, დარტყმა მიაყენეს ტანკერებს Delta Harmony და Matilda. ორივე გემის დაზიანების მასშტაბები ჯერ დაუდგენელია - იტყობინება Bloomberg
რუსული РИА Новости-ს წყაროს ცნობით კი, „უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტანკერების სატვირთო აღჭურვილობა“. ტანკერ Matilda-ზე თავდასხმა დაადასტურა ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-მა. კომპანია აცხადებს, რომ გემი მის შვილობილ კომპანიას ჰქონდა დაქირავებული. კომპანიის ცნობით, ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა და გემი ზღვაში გასვლისთვის ვარგისია
2026-01-13
2025-12-25
2025-12-22
2025-12-21
2025-12-19
2025-12-19
2025-12-19
2025-12-19
2025-12-18
2025-12-18