img1


ინტერვიუ ადვოკატ მარიამ საბიაშვილთან

ბლიც ინტერვიუ

 

ინტერვიუ ადვოკატ მარიამ საბიაშვილთან.

 

მოდით, პირველ რიგში, თქვენს პროფესიაზე ვისაუბროთ. საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ადვოკატი ხართ. რატომ ეს პროფესია და როგორ მოვიდა წარმატება.

ყოველთვის მაინტერესებს, რას გულისხმობენ ადამიანები „წარმატებაში“ — იმას, რომ ჩემს შესახებ ნიუსები იწერება და ხალხი მიცნობს? ამას მე წარმატებად არ მივიჩნევ. სოციალური ქსელის ხანაში, ცნობადი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.

მე წარმატებულად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვან საქმეებს ბოლომდე და ხარისხიანად ვასრულებ. აი ამ ნაწილში რომ წარმატებული იყო, საჭიროა შრომა და მიზანდასახულობა. 

რაც შეეხება პროფესიას — ის ზუსტად შეესაბამება ჩემს ხასიათსა და პიროვნებას. ავირჩიე პროფესია, რომელიც ისეთივე თავისუფალი, სამართლიანი და მებრძოლია, როგორიც თავად ვარ.

 

რა მიმართულებით მუშაობთ?

 

ვმუშაობ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე ვინც მიკავშირდება, რეკომენდაციით ვამისამართებ სისხლის სამართლის სპეციალისტთან.

 

ხშირად გვინახავს თქვენი პოსტები საოჯახო დავებზე, განსაკუთრებით — ბავშვებისა და მამების უფლებებზე.

დიახ. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ საოჯახო სამართალში ვმოღვაწეობ, ასე არ არის. უბრალოდ, ამ სფეროში ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და საჭიროა ამაზე ხმამაღლა საუბარი. 

მე პირობა დავდე, რომ მინიმუმს მაინც გავაკეთებ ბავშვებისა და მამების უფლებების დასაცავად და ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან მიზანს მივაღწევ. 

ახლაც გამოკვეთეთ „მამები“. ხშირად ამბობთ, რომ კაცების უფლებები ირღვევა და მიდგომებიც არათანაბარია.

სწორედ ასეა. ქალების უფლებებზე იმდენი ითქვა და დაიწერა ხმამაღლა, რომ ამ ფონზე, კაცები აღმოჩნდნენ დაუცველი. მიდგომებიც ნამდვილად არათანაბარია ნებისმიერ უწყებაში. ქალებს სქესის გამო მეტი პრივილეგია აქვთ. მათ ხშირად მხოლოდ უფლებები ახსოვთ, პასუხისმგებლობები კი ნაკლებად. ეს რეალობაა და თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, მზად ვარ ფაქტებით ვესაუბრო. 

 

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

 

პირველ რიგში პრობლემებზე ხმამაღლა საუბარმა და სწორმა პროპაგანდამ.. ენჯეოების აქტიურობამ და აშ. ეს ცუდი არ არის..თუმცა ამ ფონზე, კაცები დაიჩაგრნენ. ყოველთვის ჩანს ქალზე განხორციელებული ძალადობა, მაგრამ არ ჩანს კაცის მიმართ ჩადენილი ფსიქო-ემოციური ძალადობა, რომელიც შესაძლოა მაპროვოცირებელიც კი იყოს ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობებისა. აი, მაგალითად, ქალს რომ შეურაცხყოფას მიაყენებ, ის ამას პოლიციაში აცხადებს და უკვე ფსიქო-ემოციური ძალადობაა.. ამ დროს, კამათში ქალიც აყენებს შეურაცხყოფას კაცს, მაგრამ კაცი არ მიდის და პოლიციაში არ აცხადებს.. კაცს გამოუწერენ შემაკავებელს და მოძალადეა, ქალი მსხვერპლი. ასევე, ბავშვით მანიპულატორი ქალები არ არიან ფსიქო-ემოციურად მოძალადეები? არიან, მაგრამ ამის გამო ისჯებიან? ფაქტიურად არა. მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რამაც არასწორი მიდგომები დანერგა.

 

მალე ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებია.. რატომ ირჩევ ირაკლი ყანდაშვილს? 

 

მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის მიმართ მეც მაქვს შენიშვბები და პრეტენზიები, პირდაპირ ვამბობ, ასათიანმა ვერ გაამართლა და მეტს ველოდი, ყანდაშვილი ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებია ჩემთვის. არაერთხელ მითქვამს, მისი პროფესიონალიზმი, ასოციაციის განვითარების ხედვა, დიპლომატია, მიდგომები, დამოკიდებულებები და თავმდაბლობა, ოპონენტებისგან განსხვავებულია.. ის მიხედავს პროფესიას და სხვებისგან განდხვავებით, პოლიტიკურ საბრძოლო ველად არ აქცევს.. 

 

პოლიტიკას შეეხეთ.. ისე, ხშირად აკეთებთ ხოლმე პოლიტიკურ შეფასებებს და განცხადებებს. ზოგადად რას ფიქრობთ არსებულ სიტუაციაზე? 

 

რა შეიძლება ვიფიქრო.. რასაც ახლა ვხედავ, კატასტროფაა. სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ადამიანები ერთმანეთს კარგავენ. ერთმანეთის აზრის პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა აღარ არის. საკუთარ ინტერესებს აყოლებენ ქვეყნის ინტერესს.. შეიძლება არ მოგწონდეს მთავრობა (ეს ლოგიკურიცაა, ვიღაცას მოწონს ვიღაცას არა),მაგრამ ქვეყნისთვის მავნებელი არ უნდა გახდე. 

აი მაგალითად რას ვგულისხმობ. იცით, რომ თავდაცვასთან შეხება მაქვს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ რადგან მანდ ხარ, მთავრობის მხარეს ხარ. ან, მინდა მოსვლა, მაგრამ ამათ ხელში….

აი ამ შეგნების ადამიანებისგან შორს ვარ. პოლიტიკა რა შუაშია მითუფრო თავდაცვასთან. მთავრობა ცვლადია და ესეიგი აღარ ვიზრუმოთ თავდაცვის გაძლიერებაზე? ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მე ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს.. სულ და ყოველთვის. 

თავდაცვას შეეხეთ. თქვენ ხართ მოხალისე ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. როგორ აღმოჩნდით თავდაცვაში? საიდან გაჩნდა იდეა?

თავდაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს მოხალისე ორგანიზაციების განვითარებას და ეს სწორი სტრატეგიაა.

საინტერესო ისტორიაა.

ვერასდროს წარმომედგინა, რომ თავდაცვის სფეროსთან ოდესმე მექნებოდა კავშირი.

იდეა ჩემგან წამოვიდა — რუსეთ–უკრაინის ომის დასაწყისში სამოქალაქო აქტიურობამ დამაფიქრა. ვთქვი, რომ ქალებმაც უნდა შევიძინოთ ამ მიმართულებით გარკვეული უნარები და საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ თავდაცვის ძალების დახმარება, მითუმეტეს ჩვენი ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, სამოქალაქო აქტორების ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

მახსოვს ჩემი პირველი წერილი თავდაცვის უწყებაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ერთ დღესაც მირეკავს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი — საოცარი ადამიანი. დამიბარეს გვარდიაში. იქვე გავესაუბრე ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძეს. ამ ადამიანზე საუბართ არ დავიღლები, იმდენად ღირსეულია. ასევე, არ შეიძლება არ ვახსენო პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე.. ეს ადამიანები  და ზოგადად, გვარდიელები, ჩემთვის განსაკუთრებულები არიან. 

 

იმ პერიოდში მოხალისეებს გვარდია კურირებდა.

საბოლოოდ კი, გვარდიის მხრიდან მიღებულმა მხარდაჭერამ და მოტივაციამ მიმიყვანა იქამდე, რომ ჩამომეყალიბებინა ორგანიზაცია და ჩემი რესურსით წვლილი შემეტანა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაში.

ჩვენ ძირითადად ვასრულებთ მხარდამჭერ ფუნქციებს— საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების მიმართულებით.

 

ამ ეტაპზე რა სიახლეები გაქვთ?

 

ამჟამად თავდაცვის სისტემაში შექმნილია სსიპ „თავდაცვის მოხალისე“, რომელიც კურირებს მოხალისეთა ორგანიზაციებს. ყველა ორგანიზაციას თავისი მიმართულება აქვს. თუ ვინმეს სურს გახდეს თავდაცვის მოხალისე, დამიკავშირდეს. ვეძებთ პატრიოტ ადამიანებს. ეს ქვეყანა მხოლოდ ჯარისკაცების დასაცავი არ არის და თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა. მხოლოდ ვითხოვთ ჩვენი სახელმწიფოსგან და თავად რას ვაკეთებთ სასარგებლოს? ქვეყნისთვის რას ვაკეთებთ? ქვეყნისთვუს და არა პირადი ინტერესებისთვის.. 

მე მილიტარისტი ვარ, მაპატიეთ. 

 

გვსმენია, რომ ძალიან გაფასებენ და უყვარხარ ჯარისკაცებს. როგორ ახერხებთ ამას? 

 

მეც თითოეული რიგითი ჯარისკაცი მიყვარს. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ღირსეული ვაჟკაცები არიან. რაც შეეხება მათი 

მხრიდან სიყვარულს, ალბათ ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულების ბრალია. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის. ვიქნები ყოველთვის იქ, სადაც ისინი იქნებიან !

 

მოდით პირად თემაზეც გადავიდეთ. იშვიათად საუბრობთ პირად ცხოვრებაზე. 

 

მყავს ორი შვილი. ძმა, დედა.. საყვარელი ტიკტიკა ძმის შვილები. მეუღლე არ მყავს. ყოფილ მეუღლესთან მაქვს კარგი დამოკიდებულება. მის ახალ მეუღლესთანაც

 

რაც შეეხება ჩემს სასიყვარულო ურთიერთობებს, ეს მეც მაინტერესებს და ზოგჯერ გაფაციცებით ველოდები ხოლმე ჭორებს ან როგორ არ იღლებიან.. პირადში ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი ხდება.. როცა მოხდება ყველა გაიგებს.. არ მჩვევია დამალვა. 

 

გამოირჩევით იუმორით და კარგად მღერით.. 

 

არ ვიცი, რამდენად გამოვირჩევი, მაგრამ იუმორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვერც ვმეგობრობ ადამიანებთან, ვისაც იუმორთან პრობლემა აქვს.

რაც შეეხება სიმღერას, ალბათ მოყვარულის დონეზე კი 

სიმღერა ჩემი ჰობია და ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.