დღეს მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მახასიათებელია ეგრეთ წოდებული რეგიონალური ლიდერების ან საშუალო დონის ძალების აქტივობის მკვეთრი ზრდა.
ამ კატეგორიაში შედის აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნები - ინდონეზია, ვიეტნამი, პაკისტანი, ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ნიგერია, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ბრაზილია და ა.შ.
რეგიონული ლიდერები არიან განვითარების სხვადასხვა დონეზე, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ პირობებში და აქვთ განსხვავებული შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ თავიანთ გარემოზე (სამეზობლოზე).
ასეთ მაგალითს წარმოადგენს თურქეთიც, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტიც უკვე ტრილიონ დოლარს აღწევს, რომლის არმიაც ნატოს სამხედრო ძალების სამეულშია, ხოლო სამხედრო წარმოებით არ ჩამოუვარდება ამ მხრივ განთქმულ ქვეყნებს, ისრაელს, გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს თუ დიად ამერიკას, რომელთან ქიშპობაც ერდოღანის საგარეო პოლიტიკის ერთ - ერთ მთავარ ხაზად წარმოგვიდგა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის ფერადი ფიგურა შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო საქმეებში მიმდინარე რევოლუციის დასაწყისის ამსახველ სარკედ.
ეს არის სარკე სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად მიღწეული წარმატების და ერდოღანს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სამხრეთ კავკასიის გროსმეისტერი, რომელმაც შეძლო და დიადი ამერიკის ინტერესებს აღუდგა, თან ისე, რომ თურქეთის უკრაინიზაცი ან მისი ასადიზაცია ბოლომდე აიცილა თავიდან, არა და გლობალური პოლიტიკის მამებმაც ხომ კარგად იცოდნენ თავის დროზე რისთვისაც ტენიდნენ თურქეთს ნატოში, რისთვის ექაჩებოდნენ ევროკავშირში და რა ესაქმებოდა თურქეთის მიწაზე ამეროკულ სამხედრო ძალებს.
ანკარა მგრძნობიარეა მისი სუვერენიტეტის მიმართ; ერდოღანი არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას განაცხადოს, რომ საერთაშორისო საქმეებში ის ხელმძღვანელობს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით. ეს პოზიცია ვაშინგტონთან ურთიერთობებში მუდმივ გართულებებს იწვევს - თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში მინი კრიზისები შესაშური კანონზომიერებით ხდება ორ-სამ წელიწადში ერთხელ. მეორე მხრივ, თურქეთი არის ნატოს ერთ-ერთი წამყვანი წევრი, ალიანსის სამხრეთ ფლანგის მთავარი ბასტიონი, ღრმად ინტეგრირებული ბლოკის სამხედრო და პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაში.
„რეჯეფ თაიპ ერდოღანი თურქეთის ახალი ქემალ ათათურქი გახდა. ეს უფრო მეტად ვლინდება გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ზონებში. ერდოღანმა მოახერხა პანთურქული სამყაროს იდეის განვითარება, თავისი ინტერესების პერიმეტრში თურქეთთან დაახლოებული არაერთი ქვეყნების ჩართვით. თურქეთის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ერდოღანის ეპოქაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო პროტექციონიზმის ნაწილობრივი მეთოდებით და კრედიტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ძალისხმევით. ზოგადად, თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებულია“.
თურქეთის პოლიტიკა ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მრავალი წლის განმავლობაში, თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, რომელმაც განაცხადი გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ 1987 წელს გააკეთა. თუმცა, ანკარამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 1999 წელს მიიღო და საკითხის გადაწყვეტა ამ მიღწევას არ სცილდება. ამიტომ, ერდოღანმა ქვეყნისთვის განსხვავებული კურსი აირჩია, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება თანამედროვე სამყაროს რეალობას და ამდროინდელ მოთხოვნებს.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 20 წლიანმა მმართველობამ ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანა თურქეთის რესპუბლიკის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთმა დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც ძალაუფლების ცალკეული ცენტრი.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21