img1


თეირანი 1943

დასავლეთ ევროპაში არსად იყო უსაფრთხო ადგილი დიდი სამეულის შეხვედრის ჩასატარებლად.

კონფერენციის გამართვა საბჭოთა ტერიტორიაზე კი არც ვაშინგტონსა და არც ლონდონს სურდათ.  

1943 წლის აგვისტოში რუზველტმა და ჩერჩილმა სტალინს აცნობეს, რომ, მათი აზრით, არც არხანგელსკი და არც ასტრახანი არ იყო შესაფერისი ასეთი კონფერენციისთვის. მათ შესთავაზეს შეხვედრის გამართვა ალასკაში, ფერბენკსში. მაგრამ სტალინმა უარი თქვა ასეთ დაძაბულ დროს შორ მანძილზე გამგზავრებაზე, საბჭოთა ლიდერმა შესთავაზა შეხვედრის გამართვა ისეთ სახელმწიფოში, სადაც სამივე ძალის წარმომადგენლობა იყო, მაგალითად, ირანში. თეირანის გარდა „საკონფერენციო დედაქალაქებად“ ითვლებოდა ქაირო (ჩერჩილის მიერ შემოთავაზებული), სტამბოლი და ბაღდადი. მაგრამ საბოლოოდ თეირანი გადაწყდა, რადგან იმ მომენტში მას საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარები აკონტროლებდნენ და აქ ასევე განლაგებული გახლდათ ამერიკული კონტიგენტიც.

 

იოსებ სტალინი: სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი კონფერენციაზე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი სტრატეგიული სიბრძნე აღიარებული იყო ყველა მონაწილის მიერ.

 

უინსტონ ჩერჩილი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი. ჩერჩილი იყო ნაციზმის წინააღმდეგობის მხურვალე მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანტიჰიტლერული კოალიციის ჩამოყალიბებაში.

 

ფრანკლინ რუზველტი: შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რუზველტი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს მოკავშირეთა ალიანსს და გამოხატავდა ერთიანობის აუცილებლობას ომის წარმატებით დასასრულებლად.

 

თეირანის კონფერენციის დროს

გერმანიას უკვე ევროპის ნახევარი დაბყრობილი ქონდა და გიტლერი თავის ამბიციურ გეგმას მიუყვებოდა.

საბჭოთა კავშირი კი ამ დროს ნაცისტურ გერმანიას აღმოსავლეთ ფრონტზე ებრძოდა.

 

სწორედ ამ კონფერენციაზე შეიმუშავეს მოკავშირეთა ლიდერებმა სტრატეგიული გეგმები გერმანიის დაყოფის შესახებ მისი დამარცხების შემდეგ, ახალი საერთაშორისო ორგანოს - გაეროს შექმნისა და დასავლეთში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

 

როდესაც ვსაუბრობთ თეირანის კონფერენციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ მის შემდეგ კიდევ ორი ​​იყო - იალტა და პოტსდამი.  

ამ სამი კონფერენციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თეირანის 1943_წლის კონფერენცია გახლდათ.

 

ზოგჯერ არ გვესმის პირველი ნაბიჯის მნიშვნელობა და მას თამაშის დაწყების დროს ხშირად არც ისე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა სტალინის გამორჩეულობაც და მისი გენიაც სწორედ ამაში იყო, მისთვის პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საფუძვლიანად შესწავლილი და ბოლომდე გააზრებული სვლა გახლდათ.

 

ყურადღება მივაქციოთ ამ კონფერენციების საერთო პუნქტებს. ერთ-ერთი მთავარი საერთო წერტილი არის ის, რომ სამივე კონფერენცია სტალინის სამფლობელოებში გაიმართა. პირველი მათგანი, თეირანი, ხდება ირანში, რომელიც ოკუპირებულია საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარების მიერ. საბჭოთა მხარეს იყო სამი არმია, ხოლო ბრიტანეთის მხარეს იყო ორი დივიზია, ანუ განსხვავება დიდი იყო და, ფაქტობრივად, ეს იყო სტალინის სამკვიდრო.  

მას სურდა კონფერენციის ჩატარება თავის გავლენის სფეროში და ამაზე დათანხმდნენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი: ბოლოს და ბოლოს, ქაირო, სტამბოლი და კიდევ რამდენიმე წინადადება იყო შეთავაზებული, მაგრამ სტალინმა თქვა - ან თეირანში, ან საერთოდ არა.

გამომდინარე იქედან, რომ სტალინის და სსრკ_ს როლი განუზომელი იყო ამ ომში დასვლელ მოკავშირეებს სხვა გზა არ ჰქონდათ სტალინის წინადადებას უნდა დათანხმებოდნენ.

 

          ირაკლი ჯანყარაშვილი