img1


ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად ვივამედში წამოპლაკული "ექსპრეზო" უფლებადამცველად მოგვევლინა

"ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ გადამწყვეტები საკუთარ ქვეყანაში და ამას ამბობს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სასტიკი რეჟიმის შემოქმედი, იმ სასამართლო პროცესზე, რომელზეც 2007 - წლის 7 - ნოემბრის დარბევის საქმეს განიხილავდნენ."

 

ქართველი ხალხის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის 9 - წელი გრძელდებოდა, ამ 9 - წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმმა მხოლოდ ქუჩაში 200 - კაცზე მეტი ჩახოცა, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ყველა სესიის შემდეგ უმოწყალოდ ნაცემები საავადმყოფოში ხვდებოდნენ.

აღარ განვაგრძობ იმ ოპონენტებზე საუბარს, რომლების სიკვდილსაც მიშა უკვეთავდა, გურამ შარაძეც კი საკმარისია რეჟიმის სახის დასანახად.

 

ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად ვივამედში წამოპლაკული "ექსპრეზო" უფლებადამცველად მოგვევლინა და ათობით ათას ქართულ ოჯახს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს რეჟიმის რკინის ხელი მათი უფლებების დაცვას პირდება.

 

რა თქმა უნდა ამ უსახურ პერსონას არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში და ვივამედიდანაც მალე გადაათრევენ დილეგში, თუმცა ცინიზმის ამგვარი ხარისხი კვეთს ყველა წითელ ხაზსს ცდება.

 "აღტკინებული სექტის" მიღმა გამწარებული ხალხი დგას, რომელთა მოთმინების ფიალაც უკვე ივსება, მომავალში კი მათი მოქმედების პროგნოზურება რთული ხდება.

- ირაკლი ჯანყარაშვილი.