img1


რუსეთის ფედერაციისთვის ბალტიის ზღვის დახურვა ნიშნავს, რომ ის ყველასთვის დაიკეტება

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

 "იმ ადამიანებმა, რომლებიც ნატოში გადაწყვეტილებებს იღებენ და სამხედრო სტრატეგებმა კარგად იციან, რომ ბალტიის ზღვის დახურვა რუსეთისთვის ნიშნავს ბალტიის ზღვის დაკეტვას ყველასთვის. ბალტიის ზღვა არასოდეს გადაიქცევა ნატოს შიდა ზღვად."

 

 მანამდე ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვა შეიძლება დაიკეტოს ყველა რუსული გემისთვის, თუ Balticconnector გაზსადენის დაზიანებაში გამოძიების შედეგად გამოვლინდება რუსეთის მონაწილეობა.