img1


რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება

„ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა... თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება.