img1


"ოპოზიციას ჰყავს ერთი სატირულ_იუმორისტული პერსონაჟი _გედევან-გედეონ-გედი ფოფხაძე, როგორც არქიფო სეთურს, მასაც სურს უმღერონ _პოლიქრონიონ, მაგრამ არავინ არაფრად არ აგდებს..."

ოპოზიციას ჰყავს ერთი სატირულ_იუმორისტული პერსონაჟი _გედევან-გედეონ-გედი ფოფხაძე, როგორც არქიფო სეთურს, მასაც სურს უმღერონ _პოლიქრონიონ, მაგრამ არავინ არაფრად არ აგდებს...

 ,,ჩვენი,, გედევანი _იურისტია და პოლიტიკას მიტმასნებული მედროვე.

გედეონი _ ბიბლიური კერპთა მსხვრეველი, გედი კი იცით, რაც არის.

როგორც ხედავთ, ამ კაცს სამი სახელი აქვს, მაგრამ, წესით, ერთიც არ ეკუთვნის...

რატომო, იკითხავთ... იმიტომ რომ, მოღალატეა, მოღალატე კი, როგორც ვირი, ღობის იქით და აქეთ, ანუ პოზიციის, თუნდაც ოპოზიციის მხარეს დადგეს, ორივეგან ის, იქნება, რაც იყო, ანუ ვირი...

,,ქართულ ოცნებას,, რომ ემხრობოდა, მაშინ ,,ოცნება,, იყო ქვეყნის მხსნელი, ახლა, გედის აზრით, ოპოზიციაა სპეტაკი.

ისედაც არ მქონდა ამ კაცზე დიდი წარმოდგენა, მაგრამ, რაც ჩანაწერებში მოვისმინეთ, ხელისუფლების დამხობის გეგმებს რომ აწყობდა, მას შემდეგ აღარც გედია ის ჩემთვის და აღარც ფარშევანგი...

რა ჰქნას, გედიმ?! არავის სჭირდება და ახლა ნაცებს ექლასუნება...მაგრამ იქაც არაფერი გამოსდის

ჩვენ კი ვიცით, მაგრამ გედი ილუზიებშია ჩავარდნილი და ცხვირ-ნისკარტაწეული ზეცას შეჰყურებს, ეგება ნაცებს უშველო, ზებუნებრივო ძალებო და მეც მიშველოთო, ფული და პრივილეგიები მომაპოვებინეთო, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობაში ფოფხაძეს, როგორც შეეძლო, ისე უღიმღამოდ, უკვე აქვს ნამღერი თავისი უკანასკნელი გედის სიმღერა და ახლა მისი ფაფხური კატის კნავილია და სხვა არაფერი...

როგორც ნაცებს არაფერი ეშველება, ისე შენც, გედი...

ნაცები შავად ჩაიწერებიან ისტორიის წიგნში, ვწუხვარ _შენ ვერც იქ მოხვდები...