2023 წლის 1 ნოემბერს აიათოლა ხამენეიმ ათასობით სტუდენტთან შეხვედრისას, ამერიკისა და სიონისტების ხელით ღაზას მიმართ ჩადენილი დანაშაული უპრეცედენტოდ შეაფასა. მან პალესტინელთა ანტისაოკუპაციო ბრძოლა და მოძრაობა, მეორე მსოფლიო ომის წლებში ევროპის წინააღმდეგობის მოძრაობას შეადარა და ამით დასავლური მედია გამოიწვია. მან დასვა შეკითხვა: "როდესაც ადამიანი იცავს საკუთარ სახლს და ქვეყანას, განა ის ტერორისტია?"
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ირანელ მოსწავლეთა ჯგუფთან შეხვედრისას, ისაუბრა პალესტინაზე ისრაელის რეჟიმის თავდასხმების შესახებ და განაცხადა: ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა თავისი მოთმინებით შეძლო მსოფლიოს ხალხთა სინდისის გამოღვიძება.
შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში - ინგლისში, საფრანგეთში, იტალიასა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში ძალიან ბევრი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში, რომლებიც სკანდირებენ ისრაელის და ხშირ შემთხვევაში ამერიკის წინააღმდეგ.
ირანის ლიდერმა აღნიშნა: ერთ-ერთი სამარცხვინო საქციელი, რასაც დღეს დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები სჩადიან, პალესტინელი მებრძოლების „ტერორისტებად“ გამოცხადებაა. ნუთუ ის, ვინც საკუთარ სახლს და საკუთარ ქვეყანას იცავს ტერორისტია? მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელებმა დაიკავეს პარიზი, ნუთუ ფრანგი მებრძოლები, რომლებიც ებრძოდნენ გერმანელებს, ტერორისტები იყვნენ? თუ კი ისინი საფრანგეთის სიამაყედ ითვლებიან, რატომ არიან ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ახალგაზრდები ტერორისტიები?
ის, რაც ხდება ღაზაში სიონისტების მიერ და ამერიკელების დახმარებით, რეალურად კი ამერიკელების ხელით, განსაკუთრებული კატასტროფაა. სამი კვირის განმავლობაში მათ მიერ მოკლული იქნა თითქმის ოთხი ათასი ბავშვი. ისტორიაში სად გინახავთ მსგავსი რამ?
საქართველოს მუსლიმები, ღაზაში გენოციდის დაწყებიდან, უკვე მეორედ გამოვიდნენ ქუჩაში და სიონისტური რეჟიმის მიმართ სიძულვილი გამოხატეს. მათ ასევე მოითხოვეს, შეწყდეს ღაზის დაუცველი ხალხის მკვლელობა.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09