CBS-ზე ზურაბიშვილის მონათხრობით მტკიცდება, რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას სურს საქართველოს სტრატეგიული პატრონობა და არა სტრატეგიული პარტნიორობა
ამერიკულ ტელეარხზე გასულ ინტერვიუში, არალეგიტიმურმა პრზიდენტმა ბევრი ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი გააჟღერა. ის აგრძელებს მავნებლობას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას. სამწუხაროდ ეს უკვე არახალია, მაგრამ ხსენებულ ინტერვიუში მას ძალიან საინტერესო ახალი ამბავი წამოსცდა(?).
ზურაბიშვილის განცხადებით, მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ანუ 5 წელია ცდილობს შეხვდეს ან თუნდაც ტელეფონით გაესაუბროს ამერიკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს მაინც, მაგრამ უშედეგოდ... რა გამოდის, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს უწოდებს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ მთელი 5 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ხვდება მის პრეზიდენტს და მეტიც ტელეფონითაც კი არ ელაპარაკება.
ამ წამოცდენით ან სულაც პირადი ეგოს გახმოვანებით, პრეზიდენტმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ და მათ პრიორიტეტებში რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას. ზურაბიშვილის მონათხრობით მტკიცდება, რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას სურს საქართველოს სტრატეგიული პატრონობა და არა სტრატეგიული პარტნიორობა.
პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარზეც არ იწუხებენ თავს და როგორც ჩანს საელჩოს კლერკების მეშვეობით ეკონტაქტებიან თუ ეს მათ ინტერესებს ჭირდება და ამ ფორმით აძლევენ დავალებებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. რეალურად კი, აშშ-ს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევა, რადგან ქართველებისთვის ვიზის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.
2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71%, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დააკმაყოფილა.
P.S. არალეგიტიმური პრეზიდენტის უკუღმა მედასავლეთე მხარდამჭერებმა, რომ იცოდნენ, ზურაბიშვილის ინტერვიუდან ამონარიდს მთელი რუსული მედია და არა მარტო, საქართველოზე საქილიკოდ იყენებს - წერს ვატო შაქარიშვილი.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09