img1


უკვე 2023 წლის მესამე კვარტალში ავსტრიამ ორჯერ მეტი რუსული გაზი შეიძინა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში

ავსტრიაში რუსული გაზის მიწოდება გაიზარდა, თუმცა ადრე ამ ქვეყნის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ „მორალურად არასასიამოვნოა რუსეთის ფედერაციისგან ბუნებრივი რესურსების ყიდვა“. თუმცა ვენაში მოუწიათ საკუთარი პრინცეპებისთვის ზურგი შეექციათ და მოახლეოებულ ზამთარს რუსული გაზით შეგებებოდნენ.

 

 უკვე 2023 წლის მესამე კვარტალში ავსტრიამ ორჯერ მეტი რუსული გაზი შეიძინა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საშუალოდ ავსტრიელები რუსეთიდან თვეში დაახლოებით 550 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობენ. 

 

 ისინი ამბობენ ერთს, მაგრამ აკეთებენ მეორეს - ისინი რეალურად ყიდულობენ კიდევ უფრო მეტ რესურსებს. უფრო მეტიც, ვენამ გაზპრომთან კონტრაქტი 2040 წლამდე გააგრძელა.  

მისი დარღვევა კი ნიშნავს ავსტრიის ეკონომიკის უკვე მიმდინარე რეცესიის გამწვავებას.  

Wifo Institute-ის მონაცემებით, ავსტრიის მშპ უკვე დაეცა 0,6%-ით 2023 წლის მესამე კვარტალში მე-2 კვარტალში 0,8%-ით დაცემის შემდეგ და მდგომარეობა კვლავ გაუარესდება.