img1


ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში" ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდნენ ?

" როგორც PUBLICIST.GE - ის წყარო უყვება, აჭარის ორგანიზაციაში ერთმანეთს ყოფილი თანამებრძოლები დაუპირისპირდნენ და ადგილი ფიზიკურ შეხლა - შემოხლსაც კი ჰქონია " როგორც ვიცით, სააკაშვილის პარტია დღეს "კეზერაშვილ - მერაბიშვილის " ხელში აღმოჩნდა, ზემოთხსენებული პირები არა ერთ დანაშაულში არიან მხილებულნი და სააკაშვილის რეჟიმის ვერტიკალს წარმოადგენდნენ.

ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა, აწუკვე ციხეში მჯდომ სააკაშვილს პარტია წაართვა (დაახია) და თავზე საკუთარი თავმჯდომარე დაუსვა ჩვენი "ხაბეს" სახით.

თუმცა "წვეტიანი ტუფლებით და ახალი პალტოთ მოტანტალე ხაბეს" ყველა როდი აღიარებს ლიდერად, ზოგი თვლის, რომ მას ქარიზმა არ ჰყოფნის, ზოგსაც ნიკანორი ურჩევნია, დიახ! ზუსტად ამგვარმა განწყობებმა გასაცოდავებული "ნაცმოძელები" ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა".

როგორც PUBLICIST.GE - ის წყარო უყვება, აჭარის ორგანიზაციაში ფიზიკურ ანგარიშწორებას ჰქონდა ადგილი.- ირაკლი ჯანყარაშვილი.