img1


ბაიდენს მუსლიმი ამომრჩევლების მხარდაჭერის დაკარგვით ემუქრებიან, თუ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მიაღწევს - Reuters

ბაიდენს მუსლიმი ამომრჩევლების მხარდაჭერის დაკარგვით ემუქრებიან, თუ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მიაღწევს - Reuters

 

 ულტიმატუმი წამოაყენა აშშ-ს ეროვნულმა მუსულმანურმა დემოკრატიულმა საბჭომ, რომელშიც შედიან დემოკრატიული პარტიის გავლენიანი ლიდერები ძირითადი საარჩევნო შტატებიდან. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ ბრძოლა გაგრძელდება, ბაიდენს მომავალ არჩევნებზე მუსლიმთა ხმები არ ექნება.

 

 ბოლო გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ბაიდენისა და დემოკრატების პოპულარობა მკვეთრად დაეცა არაბულ-ამერიკულ მოსახლეობაში. არაბული ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, აშშ - ში დაახლოებით 3,7 მილიონი არაბული წარმოშობის ამერიკელი ცხოვრობს.