Bloomberg: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ კვირაში ყაზახეთსა და უზბეკეთში გაემგზავრება. ეს არის ქვეყნები, რომლებიც ამარაგებენ საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურებს რეაქტორებისთვის საჭირო ურანით.
Bloomberg - ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოგზაურობა საჭიროა საფრანგეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მაგრამ არსებობს მეორე მიზანი, წაახალისოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთზე.
ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის კონფლიქტმა გაყინა რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში დამყარებული ურთიერთობები და მაკრონის ვიზიტი ხსნის ახალი შესაძლებლობების ფანჯარას.
ფრანგული ატომური კომპანია Orano ავითარებს ურანის საბადოებს ყაზახეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Kazatomprom-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით
და დღის წესრიგში დადგება თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09