img1


მიგვაჩნია, რომ სრული ბლოკადა, განურჩეველი დაბომბვა და მასიური სახმელეთო ოპერაციის დაწყება არ იცავს მშვიდობიან მოსახლეობას - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ისრაელს 

ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპორეცია ზუსტი დარტყმებით განაგრძოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ღაზას სექტორში.

 

„ჩვენ სრულად ვაღიარებთ [ისრაელის] უფლებას და ლეგიტიმურ ნებას ტერორიზმთან საბრძოლველად, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ. მაგრამ მიგვაჩნია, რომ სრული ბლოკადა, განურჩეველი დაბომბვა და მასიური სახმელეთო ოპერაციის დაწყება არ იცავს მშვიდობიან მოსახლეობას“, - თქვა მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანმიმართულად იმოქმედოს, რაც გულისხმობს ტერორიზმთან ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეში ჩაგდების გარეშე.