img1


ამიტომაც ინდოეთი მხარს უჭერს ისრაელს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში

განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში პალესტინელების მხარეზეა, იუწყება Spiegel. თუმცა ინდოეთი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.

 

ინდოეთის ისრაელთან დაახლოებას იდეოლოგიური და მატერიალური მიზეზები გააჩნია. მოდის ისრაელში ბოლო ვიზიტის დროს, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ხელი იარაღის შეთანხმებას მოაწერეს, რომლის ღირებულებც ორი მილიარდი დოლარია.  

ინდოეთი ასევე არაერთხელ გახდა ისლამისტური ტერორის მსხვერპლი. მის პოზიციაზე დიდ გავლენას ახდენს ისლამიზმთან ბრძოლისა და პაკისტანთან მტრობის საკუთარი გამოცდილება.

 

გარდა ამისა, ინდოეთი მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს - ამიტომ მას სჭირდება მოკავშირეები დასავლური ქვეყნების სახით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიუ დელი საბოლოოდ შემობრუნდა დასავლეთისკენ. ინდოეთი არ არის არცერთი დასავლური ორგანიზაციის წევრი და ქვეყანა ახერხებს ჩინეთთან თანამშრომლობას BRICS-ის ფარგლებში, იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს ამერიკის გლობალურ დომინირებას ზოგიერთ საკითხებში.