გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის განცხადებების გამო,
ისრაელი გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემას შეწყვეტს, ამის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმოქმედმა
წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა.
”გუტიერესის განცხადებების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე,” - იუწყება The Times of Israel.
ერდანის განცხადებით, ისრაელმა უკვე შეუჩერა ვიზა გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს.
ერთი დღით ადრე, გუტიერესმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჰამასის შეტევა ისრაელის მიერ პალესტინის მიწების ხანგრძლივი ოკუპაციის შედეგი იყო. ისრაელის წარმომადგენელმა კი გუტიერესს მოუწოდა დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან.
მოგვიანებით, გუტერესმა თქვა, რომ ის არ ცდილობდა ჰამასის ისრაელში შეჭრის გამართლებას. მაგრამ ის
ასევე გმობს მასობრივ საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორზე.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09