"მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთ ინტერესებზე და კეთილმეზობლობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობების განვითარება" - ამის შესახებ თეირანში „3+3“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
▪️ განცხადების მიხედვით მნიშვნელოვანია დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენების აკრძალვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, გაეროს წესდების ყველა პრინციპის გათვალისწინებით.
▪️ ამას გარდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, ტრანზიტის, ენერგეტიკის, კულტურიას და სხვა საერთო საკითხების განვითარება.
◼️ „3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა რეგიონული პრობლემების მოგვარება რეგიონის გარეთ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.
▪️ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09