რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ დაბლოკავენ ბაიდენის მოთხოვნას
უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი 106 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ - წერს Politico.
დემოკრატებს აქვთ სენატში საკმარისი რესურსი მოაგროვონ მხარდაჭერა, მაგრამ მათ დასჭირდებათ დამატებით ცხრა ან მეტი რესპუბლიკელის ხმა, იმისათვის, რომ დაამტკიცონ ბაიდენის მოთხოვნა 106 - მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უჭერს ისრაელის დახმარებას, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ კითხვები უკრაინასთან მიმართებაში ამიტომ,
ისინი ფიქრობენ, რომ თავს შეიკავებენ მხარდაჭერისგან.
"თეთრი სახლის მიერ გაგზავნილ პაკეტს მხარს არ დავუჭეთ", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რაუნდსმა.
ბაიდენის მიერ წარდგენილი პაკეტის ახალი მოსმენა მომავალ კვირას სენატის ასიგნებების კომიტეტში გაიმართება.
თუ დოკუმენტი სენატში მიიღება, მას კენჭისყრაზე გაიტანე წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა, მაგრამ ისინი ვერ ირჩევენ სპიკერს, რაც აფერხებს ბიუჯეტის საკითხების განხილვას.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09