აშშ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას ხედავს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა ღაზაში განვითარებული მოვლენებისა და მის სამხედრო ბაზებზე ბოლოდროინდელი იერიშების კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე მთელ რეგიონში", - თქვა მან ABC-ზე.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარები იყვნენ კარგ მდგომარეობაში, დაცულები და რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვუპასუხოთ. ეს დამატებითი განლაგება კიდევ ერთ სიგნალს უგზავნის მათ, ვინც ამ კონფლიქტის გაფართოებას ცდილობს", - დასძინა ოსტინმა.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09