img1


ვიქტორ ორბანი: აუცილებელია იმის თქმა, რომ ჩვენ არასოდეს დავაყენებთ უკრაინის ინტერესებს უნგრეთის ინტერესებზე მაღლა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: აუცილებელია იმის თქმა, რომ ჩვენ არასოდეს დავაყენებთ უკრაინის ინტერესებს უნგრეთის ინტერესებზე მაღლა.ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია, რომ უკრაინის საკითხი ნებისმიერს უნდა შეეხოს.ჩვენ არ ვიღებთ უკრაინელების არგუმენტს, რომელიც ჟღერს ასე, თითქოს ის ახლა თავს სწირავს ჩვენთვის.ეს ასე არ არის! უკრაინელები უნგრეთისთვის თავს არ სწირავენ. 

იმის თქმა, რომ უკრაინელები ახლა რუსეთისგან ევროპულ თავისუფლებას, ევროპას ან უნგრეთს იცავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.უკრაინა არ გვიცავს. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი ნატოსთან ერთად. ჩვენი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი უკრაინის მიერ. 

ჩვენ არ ვეხმარებით მათ, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია, ჩვენ შეიძლება დავეხმაროთ ხალხს, როდესაც მათ უჭირთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, თუ ეს არ მოვა უნგრეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში. 

ამიტომ ვეხმარებით ჩვენ უკრაინელ ხალხს და არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია. და ეს ნათელია! უკრაინის დახმარება არ არის უნგრეთის ხალხის ინტერესებში, მაგრამ მარტივი ცივილიზებული ქცევაა, დახმარების გაწევა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს.