img1


The National Interest - კიევს მოუწევს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, მხოლოდ იმაზე უარესი პირობებით, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა ყოფილიყო

The National Interest წერს, რომ კიევს მოუწევს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, მხოლოდ იმაზე უარესი პირობებით, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა ყოფილიყო. 

 

"უკრაინის კონფლიქტის პირველ კვირებში მშვიდობა მაინც შესაძლებელი იყო, მიუხედავად წარმოუდგენელი ადამიანური მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის განადგურებისა. უფრო მეტიც, ეს მშვიდობა სამჯერ იყო შესაძლებელი: ბელორუსიის მოლაპარაკებებზე, მაშინდელი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის შუამავლობით მოლაპარაკებებზე და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე. 

სამივე შემთხვევაში უკრაინას შეეძლო უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე. თუმცა, სამივე შემთხვევაში, მოლაპარაკებები დაბლოკა შეერთებულმა შტატებმა.

დღეს დასავლეთს ესმის, რომ კონფლიქტი არა მხოლოდ არ დასრულდება უკრაინის სამხედრო გამარჯვებით, არამედ ვერ მიაღწევს საჭირო მიზნებს, რათა აიძულოს რუსეთი დაემორჩილოს კიევის მთავარ მოთხოვნებს მოლაპარაკებების მაგიდასთან."