img1


ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოდებენ, არ დაიწყოს პრევენციული დარტყმები ლიბანური ჰეზბოლას წინააღმდეგ - წერს New York Times

ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოდებენ, არ დაიწყოს პრევენციული დარტყმები ლიბანური ჰეზბოლას წინააღმდეგ ამან შეიძლება მეორე ფრონტი გახსნას ისრაელისთვის, წერს New York Times წყაროებზე დაყრდნობით.

 

"ისრაელის სამხედრო კაბინეტის ზოგიერთ წევრს სურს ჰეზბოლასთან ბრძოლა... 

ჰეზბოლასთან ომის მომხრეთა შორის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტია. მან ამის შესახებ ბლინკენთან პირად საუბარში აღნიშნა. 

მაგრამ აშშ ამის წინააღმდეგია, რადგან ასეთი კონფლიქტი შეიძლება

გადაიზარდოს ირან - ამერიკის ომში.

 

ახლა ამერიკელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ, რომ თავიდან აიცილონ ისრაელის შეტევა ჰეზბოლას წინააღმდეგ. 

 

ბაიდენი " შეშფოთებულია " ისრაელის სამხედრო გეგმებით.

ამავე დროს, აშშ ცდილობს დაუკავშირდეს ჰეზბოლას და დაარწმუნოს, რომ არ შევიდეს ომში ისრაელთა. 

ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, რომელიც ღაზას სექტორში შეჭრისთვის ემზადება (რამაც შეიძლება ჰეზბოლას ომში ჩაბმის საბაბი მისცეს). 

 

ბაიდენმა, ოთხშაბათს ისრაელში ვიზიტის დროს, ისრაელის ხელისუფლებასთან დახურულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორ ფრონტზე ომის საშიშროებას.