img1


აშშ აფრთხილებს ისრაელს ღაზას სექტორის ხანგრძლივი ოკუპაციის შემთხვევაში, მსხვერპლის დიდ რაოდენობაზე, წერს CNN -ი თეთრ სახლზე დაყრდნობით

დასავლეთის წარმომადგენლები არ ცდილობენ, რომ ისრაელის ღაზაში შეჭრას ხელი შეუშალონ , მაგრამ თელ-ავივს ეუბნებიან, რომ ისრაელს "მკაფიო მიზნები" უნდა ჰქონდეს და სტრატეგია "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში შემუშავებული." 

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამერიკელებთან და სხვა მოკავშირეებთან ასეთი მოლაპარაკებები გრძელდება. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ჰამასის სრულად განადუგურება რთული იქნება, როგორც ისრაელმა განაცხადა.

ვაშინგტონი ასევე შიშობს, რომ ღაზას სექტორზე" განსაკუთრებით სისხლიანმა " თავდასხმამ შესაძლოა კონფლიქტში ჰეზბოლას ან თუნდაც ირანის ჩართულობა გამოიწვიოს.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად არც თეირანი და არც ჰეზბოლა არ ცდილობენ პირდაპირ ჩარევას. "მაგრამ არსებობს პალესტინელების სურათების სერია, რომლებიც განიცდიან ისრაელის თავდასხმას, მათი საშინაო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს", - ამბობენ ამერიკელი ოფიციალური პირები.

აშშ ახლა იმედოვნებს, რომ ბაიდენის მოგზაურობამ ისრაელში "გარკვეული დრო მისცათ" და შეჭრა გადადო.