img1


2018 - წლიდან დღემდე ყველა არჩევნები წააგეს, ყველა ჩარეცხეს და სახლში დასვეს ვისაც კი საქმის კეთება შეეძლო

წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები ელოდება ქვეყანას, ამ დროს კი მმართველი პარტიის რეიტინგი რეგიონებში არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

აჭარის მაგალითზე ჩემთვის წინასწარი სურათი და მოსალოდნელი საფრთხეები უკვე წინ მინდევს, ეს სააფრთხეები კი პირველ რიგში რეგიონებში სრულიად გაუკუღმართებული და დისკეედიტირებული ფიგურების დაწინაურებით არის გამოწვეული.

 

ახლოს ვიცნობ აჭარის და იმერითის რეგიონებს იქ არსებულ სურათს, რომლებშიც ქართულმა ოცნებამ ფსონი სრულიად არა ადეკვატურ და სამარცხვინო ბეგრაუნდის მქონე პერსონებზე დადო.

 

მაგალითად : " აჭარის ხლემძღვანელობას არჩევნების ბედზე მეტად იმ დაგროვილი დოვლათის ბედი აღელვებთ, რომელიც 2018 - წლიდან დღემდეგ პირდაპირ ბიუჯეტიდან წაიღეს სახლში.

მათი ამოცანა არა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ზურგის გამაგრება ანაც, საარჩევნო წელს თავის გამოდება არამედ ნაშოვნი ფულის და მილიონობით ოდენობის კაპიტალის უსაფრთხობეა გახლავთ.

ცენტრს არწმუნებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, კარგად არის და დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. 

ამ დროს ?

2018 - წლიდან დღემდე ყველა არჩევნები წააგეს, ყველა ჩარეცხეს და სახლში დასვეს ვისაც კი საქმის კეთება შეეძლო, ხალხთან მისასვლელი პირი აქვს და 2012 - წლამდე და შემედეგ ბიძინა ივინაშვილის გვერდით უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

 

პრობლემის არსი და მაშტაბები იმაზე დიდია, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს და რეგიონიდან წარგზავნილი შიკრიკებიც თბილისში სრულიად აფსურდულად ამტკიცებენ თითქოს და ყველაფერი კარგად არის.

 

სინამდვილეში კი ამ პერსონებმა ქვეყნის ბიუჯეტთან ერთად, ქართული ოცნების საარჩევნო ფულიც გვარიანად თქვლიფეს და არჩევნების ნაცვლად სამშენებლო კომპანიებში ჩადეს.

 

ვისი იმედიც შერჩათ აჭარის რეგიონში და ვისგანაც ცვლილებებს ელოდებიან, ეს კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილია და ეს ხალხი სწორედ თქვენ მოგმართავთ, გადადგით ქმებიდით ნაბიჯები და აჭარაში ცვლილებებს დაუდეთ დასაბამი!

- ირაკლი ჯანყარაშვილი.