img1


ეგვიპტე ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის

ეგვიპტე ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის

 

 სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული დახმარებით გაივლიან რაფას საგუშაგოს. მათ სექტორიდან გაეროს წარმომადგენლები დახვდებიან. ამაზე შეთანხმდნენ ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფატაჰ ალ-სისი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, სექტორის საზღვარს დასაწყისში 20 სატვირთო მანქანა გადაკვეთს, მაგრამ ეს 20 ოქტომბრამდე არ მოხდება, რადგან პირველ რიგში აუცილებელია ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული დანგრეული გზების შეკეთება. 

ჰამასის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ჩამორთმევის ან დაკავების შემთხვევაში, მომარაგება დაუყოვნებლივ შეწყდება, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. თუ ჰამასი არ ჩაერევა, ჰუმანიტარული დახმარება რეგულარულად დაიწყებს ეგვიპტიდან შესვლას. 

ისრაელი გვპირდება, რომ ხელს არ შეუშლის ჰუმანიტარული ტვირთების გატარებას - წერს Times Of Israel.