img1


ვლადიმერ პუტინი – რუსეთის ავიაცია, ყოველდღიურ რეჟიმში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში დაიწყებს ტერიტორიის პატრულირებას

ვლადიმერ პუტინი – რუსეთის ავიაცია, ყოველდღიურ რეჟიმში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში დაიწყებს ტერიტორიის პატრულირებას

„ჩემი დავალებით, რუსეთის თავდაცვის კოსმოსური ძალების ავიაცია, ყოველდღიურ რეჟიმში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში დაიწყებს ტერიტორიის პატრულირებას,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთში ვიზიტის შეჯამების კუთხით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მათ (აშშ-მა) აიღეს და თავის საავიაციო დაჯგუფება განალაგეს ხმელთაშუაზღვაში. მინდა ვთქვა, რომ ეს მუქარა არ არის რასაც ახლა ვიტყვი. ესე იგი, ჩემი დავალებით, რუსეთის თავდაცვის კოსმოსური ძალების ავიაცია, ყოველდღიურ რეჟიმში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში დაიწყებს ტერიტორიის პატრულირებას. ჩვენი თვითმფრინავები MIG-31-ები, შეიარაღებული იქნებიან ,,კინჟალის” სარაკეტო სისტემით, რომელის მოქმედების რადიუსიც 1000-კმ-ზე მეტია, ხოლო სისწრაფე 9 მახი,“ – განაცხადა პუტინმა.