img1


"მე მეშინია ჩემი ორსული შვილის გამო": ღაზას ორსული ქალები ემზადებიან მშობიარობისთვის ომის ზონაში": CNN

"მე მეშინია ჩემი ორსული შვილის გამო": ღაზას ორსული ქალები ემზადებიან მშობიარობისთვის ომის ზონაში": CNN - მა გამოაქვეყნა რეპორტაჟი ღაზას სექტორში ორსული ქალების შესახებ-ახლა მათი რიცხვი დაახლოებით 50 ათასია , 5 ათასი კი უკვე ელოდება მშობიარობის პროცესს.

"გასულ კვირას ჰულუდ ხალიდისი ისრაელის ავიაიერიშის ხმებმა გააღვიძა, როცა მას შვილის გვერდით ეძინა. შავი კვამლი ავსებდა ოთახს, რაც სუნთქვას ართულებდა. მან იგრძნო პანიკა და ტკივილი მუცელში. მას ეგონა, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 28 წლის ქალმა, რომელიც რვა თვის ორსულია, მეორე დღეს სახლის დატოვება გადატწყვიტა ალ-კარამას რაიონში, ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, მიმდინარე დაბომბვის გამო. "ჩვენ ვუყურებდით სახლების დაცემას, როცა მანქანით მივდიოდით და ვფიქრობდით, რომ ნებისმიერ წუთში მოვკვდებოდით."გზაზე მან დაინახა, რომ ლტოლვილებს ისრაელის თვითმფრინავებმა დაარტყეს" მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

"საბოლოო ჯამში მან მიაღწია სამხრეთ ქალაქ Khan Yunis, მაგრამ იქ სხვა ლტოლვილების მსგავსად საკვების გარეშე აღმოჩნდა.

ღაზას სამხრეთში ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს რეგიონი დარჩენილია საკვების, წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის გარეშე.

"არ ვიცი, ხვალ პური იქნება თუ არა."გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, ღაზაში 50 ათასამდე ქალი ორსულადაა, მათგან 10% მომდევნო თვეში მშობიარობას აპირებს"