img1


პუტინმა და ნეთანიაჰუმ ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებული ვითარება სატელეფონო საუბარში განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებული ვითარება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განიხილა.

რუსეთის ლიდერმა, როგორც კრემლი იტყობინება, მოლაპარაკებების დროს დაგმო ის ქმედებები, რომელთა მსხვერპლიც მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან.

"რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ისრაელის ოჯახებსა და მეგობრებს, ხაზი გაუსვა მის მტკიცე უარყოფას და დაგმობას ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მსხვერპლს იწვევს", - აღნიშნა კრემლმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის იმუშაოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების დასრულებაზე, რათა "პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მიაღწიოს მშვიდობიან მოგვარებას.