img1


ვინ და როგორ ეხმარება ჰამასს

პალესტინის სახელმწიფო შედგება ორი დაყოფილი რეგიონისგან-ღაზას სექტორი და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო. ჰამასი დომინირებს პირველ რეგიონში და აქვს წვდომა ზღვაზე. დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს პალესტინის ეროვნული ავტორიტეტი (pna) და აქვს დახმარება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ღაზას სექტორს არანაირად არ ეხმარებიან, რადგან ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მდგომარეობა ღაზაში ძალიან ცუდია, ისინი იძულებულნი არიან მიიღონ დახმარება სხვა წყაროებიდან.

თავდაპირველად, ღაზას პალესტინელები თანამშრომლობდნენ ეგვიპტესთან (მათ აქვთ საერთო საზღვარი), 

ჰამის ტერორისტული ორგანიზაციის "მუსლიმი ძმების" ახლო მოკავშირე გახლდათ, მაგრამ ჰამასმა გაწყვიტა კავშირები "ძმებთან" და ამის შემდეგ ჰუმანიტარული კრიზის პირას მივიდნენ. ღაზას სექტორის მეორე საზღვარი გადის ისრაელთან, ჰამასის მთავარ მტერთან. ამდენად, ღაზას სრული ბლოკადა ისრაელისთვის მიუღწეველ, გადაუჭრელ ამოცანად რჩება, თუმცა რა თქმა უნდა შეუძლიათ მნიშვნელოვან კრიზისამდე მიიყვანონ სექტორი.

 

ყატარის დახმარება

 

ყატარი, პატარა ქვეყანა არაბეთის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურესთან, ღაზას სექტორში 2.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც სჭირდებათ ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, ამიტომ, ისრაელი ყატარს საშუალებას აძლევს, ჰამასის მეშვეობით ასობით მილიონი დოლარი მიაწოდოს ღაზას სექტორს.

სხვა უცხოური დახმარება, როგორც წესი, შედის ღაზაში PNA-ს და გაეროს სააგენტოების მეშვეობით, რომლებიც ასევე "ჰამასი" ხელში გადის.

ბლოკადის დაწყებიდან წლების განმავლობაში, ჰამასი შემოსავალს აგროვებდა გვირაბების რთული ქსელის გავლით მოძრავი საქონლის დაბეგვრის გზით, რომელიც გვერდს უვლიდა ეგვიპტის საგუშაგოს ღაზაში: საკვები, მედიცინა, იაფი გაზი, სამშენებლო მასალები, ფული და იარაღი, ეს ყველაფერი სექტორში წლების განმავლობაში საგუშაგოების, გამშვები პუნქტების გვრედის ავლით შედიოდა, რატომღაც ისრაელის დაზვერვას პირველი ნაწილობრივი ბლოკადის დაწყების შემდეგ ამ არხების გადაკეტვა არ უცდია და ფაქტობრივად შავბაზარზე ნაყიდი იარაღი ღაზაში მარტივად ახერხებდა ჩასვლას.

 

მიწოდება ეგვიპტიდან

 

მას შემდეგ, რაც ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ალ-სისი 2013 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ქაირო მტრულად განწყობილი გახდა ჰამასის მიმართ, რომელსაც ის ხედავდა როგორც მის მთავარ შიდა მეტოქეს, მუსლიმთა საძმო-ს გაგრძელებას. ეგვიპტის არმიამ მის ტერიტორიაზე გამავალი გვირაბების უმეტესობა გადაკეტა. ამის შემდეგ, ეგვიპტემ 2018 წელს დაუშვა ზოგიერთი კომერციული საქონლის იმპორტი ღაზაში სალაჰ ალ-დინის სასაზღვრო გადასასვლელის მეშვეობით. 2021 წლის მონაცემებით, ჰამასი თვეში 12 მილიონი დოლარის ეგვიპტური საქონლის იმპორტს ახდენდა სექტორში.

 

ირანის დახმარება

 

ირანმა მხარი დაუჭირა ჰამასის თავდასხმას ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს. ეს ბუნებრივია, რადგან ირანი ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მტერია.

დღეს ირანი ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას იარაღის მიწოდებას და ჰამასელი მებრძოლების გადამზადებას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ირანს

და ჰამასს სირიის სამოქალაქო ომში განსხვავებული პოზიციები გააჩნდათ და ბარიკატების სხვადასხვა მხარეს იდგნენ, ირანი ამჟამად ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონ დოლარს აძლევს ჰამასს და სხვა პალესტინურ ორგანიზაციებს.

რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ირანი წლების განმავლობაში გადასროლილ კოლოსალურ რესურსს წყალში არ გადაყრის და არავის მისცემს უფლებას, ღაზას სექტორო ასე უბრალოდ გაასწოროს მიწასთან და მით უფრო ჰამასის მსგავსი ორგანიზაცია ასე მარტივად გაანადგუროს - ირაკლი ჯანყარაშვილი.